
საქართველო, თავისი თვალწარმტაცი ბუნებით, მრავალსაუკუნოვანი კულტურული
მემკვიდრეობითა და მრავალფეროვანი ტოპოგრაფიით ტურისტებისათვის ერთ–ერთი
ყველაზე მიმზიდველი ქვეყანაა. ქვეყანა წელს 3 მილიონ ტურისტს ელოდება.
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
2011 წლის სტატისტიკური მონაცემებით, წელს 41% – ით მეტი ტურისტი ეწვია საქართველოს, ვიდრე გასულ წელს.
საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე კარვებით გასეირნება ტურისტებს იმის გათვითცნობიერების საშუალებას აძლევს, თუ რა ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანს გარემოზე, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს, რომ უფრო მეტად დავაფასოთ ჩვენი სამშობლო.
ამჟამად, ასეთ დაცულ ტერიტორიებს 495,892 ჰექტარი უჭირავს, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის 70 % ს შეადგენს. გარდა ამისა, დაცული ტერიტორიების დაახლოებით 75 % ტყით არის დაფარული.
საქართველოში 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 8 ეროვნული პარკი, 14 ბუნების ძეგლი და 2 დაცული ლანდშაფტია.
დაცული ტერიტორიების რაოდენობა და ალპური ტყეები საქართველოს მსოფლიო ს მასშტაბით, მასობრივი ტურიზმის ერთ ერთ მიმზიდველ ქვეყანად აქცევს, რაც ტურისტებს იმის საშუალებას მისცემს, რომ თვალწარმტაცი ფლორა და ფაუნა ნახონ და მისი სილამაზით დატკბნენ.
როგორც საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე მაია სიდანომიძე აცხადებს The FINANCIAL -თან ინტერვიუში, წლის ბოლომდე საქართველოში 3 მილიონი ტურისტის ჩამოსვლას ელოდებიან.
„ საქართველოს ულამაზესი ბუნება აქვს, მაგრამ ჩვენ მას სათანადოდ ვერ ვინარჩუნებთ და ვუვლით. ნებისმიერი პოლიტიკა , რასაც ხელისუფლება ნერგავს, ვერ იქნება ეფექტური, საქართველოს მოსახლეობის დახმარების გარეშე. ჩემი აზრით, უმთავრესი პრობლემა მაინც ნარჩენებია.“
მდგრადი ტურიზმის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსათვის, რადგან ეს ნიშნავს განვითარებას იმ საშუალებებით, რომლებსაც უაროფითი გავლენა არ ექნება გარემოსა და ადგილობრივ მოსახლეობაზე.
საქართველოში ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება. ეკო ტურიზმი ძალიან პოპულარული და მოთხოვნადია.
შესაძლოა თუ არა საქართველო ეკოტურიზმის დანიშნულების ერთ – ერთ ადგილად გადაიქცეს? საქართველოს რომელი მხარე შეიძლება გახდეს საუკეთესო მიმართულება?
რა თქმა უნდა! საქართველო ეკო ტურიზმის პროდუქტებით ძალიან მდიდარია, თუნდაც ნაკლებად ტურისტულ რეგიონებშიც კი.
ეკო ტურიზმთან დაკავშირებით კიდევ რა გეგმები გაქვთ წელს?
ჩვენ ეკო ტურიზმის განვითარების სტრატეგის შექმენა გვჭირდება, რაშიც მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია UNWTO დაგვეხმარება. ჩვენ უნდა განავითაროთ ახალი პოროდუქტები, ახალი მარშუტები, რათა უფრო მეტი ტურისტი მოვიზიდოთ საქართელოში.
რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს დაცული ტერიტორიები? შეუწყობს თუ არა ეს ტერიტორიები ხელს ქვეყანას, რათა ეკო ტურიზმის ერთ–ერთ პოპულარულ ადგილად იქცეს?
ეკოტურიზმი ნიშნავს ბუნებრივი და კულტურული ძეგლების დათვალიერებას, რომლებიც წარმოდგენილია დაცულ ტეიტორიებზე. საქართველოს დაცულიტერიტორიებს ძალიან დიდი მნიშვლელობა აქვს ეკო ტურიზმის განვითარებისათვის.
ამჟამად, ასეთ დაცულ ტერიტორიებს 495,892 ჰექტარი უჭირავს, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის 70 % ს შეადგენს. გარდა ამისა, დაცული ტერიტორიების დაახლოებით 75 % ტყით არის დაფარული.
საქართველოში 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 8 ეროვნული პარკი, 14 ბუნების ძეგლი და 2 დაცული ლანდშაფტია.
საქართველოს ასეთი უამრავი ტერიტორია აქვს და დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად მუშაობს, რომ მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს.
ჩვენ ახლახანს დავიწყეთ ამ საკითზე UNWTO –სთან მუშობა და გვჯერა, რომ ეკო ტურიზმის საშუალებით საქართველო ტურისტების იმ ნაწილს მოიზიდავს, რომელთაც სურვილი აქვთ ბუნებრივი ძეგლები შეისწავლონ.
ამჟამად, საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო ზაფხულის სეზონისათვის ემზადება. ჩვენ უამრავი პროექტი და ინიციატივა გვაქვს, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს პოპულარიზაციას მსოფლიო ში, მოვიზიდოთ ტურისტები, განვავითაროთ შიდა ტურიზმი, გავაუმჯობესოთ ინფრასტრუქტურა და ტურისტებისათვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობა გავზარდოთ. ჩვენი მიზანია მომსახურების სექტორში ტურისტების მოლოდინი გავამართლოთ. სეზონის დაწყებამდე ჩვენ გვსურს მედიასა და კერძო სექტორს მოკლედ გავაცნოთ კონკრეტული პროექტები და ინიციატივები.
საქართველოს უნიკალური და მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქცია აქვს. ასევე მრავალფეროვანია ტურიზმის მიმართულებები. ამ მიმართულებებში შედის: სათავგადასავლო ტურიზმი, კულტურული ტურიზმი, ღვინის ტურიზმის, სოფლის ტურიზმის, ეკო ტურიზმი, ტურიზმი გურმანი და ა.შ. საქართველოში ყველა ეს სფერო მეტ – ნაკლებად განვითარებულია. თუმცა ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ახალი პროქტების განვითარება, რათა კონკურენტული უპირატესობა მოვიპოვოთ მსოფლიო ბაზრებზე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყანა ასეთი მდიდარია ბუნებრივი რესურსებითა და ველური ბუნებით. ჩვენ ეს შესაძლებლობები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, რათა განვავითაროთ არამარტო ეკო – ტურიზმი, არამედ მდგრადი კულტურული და „მწვანე“ ტურიზმი.
დღეს ძალიან პოპულარულია სიტყვა „მწვანე“. სიტყვები, როგორიცაა „მდგრადობა,“ „პასუხისმგებლობა და მწვანე“ ძალიან ხშირად გამოიყენება. ამ სიტყვებს სხვადასხვა მნიშვნელობებია აქვთ. თუმცა საერთო აქვთ ის, რომ ყველა სიტყვაში იგულისხმება გარემოს დაცვა, კონსერვაცია, ნეგატიური ზეგავლენის შემცირება გარემოზე.
რას გვეტყვით ველო ხაზების თბილისსა და სხვა ტურისტულ ქალაქებში განვითარებასთან დაკავშირებით? – მოსალოდნელია, თუ არა რომ ტურისტები გადასაადგილებლად მანქანების/ტაქსების ნაცვლად ვერლოსიპედების გამოიყენებენ?
ველოსიპედით სეირნობა კარგია არამარტო ტურისტების, არამედ მოსახლეობისთვისაც, რადგან ის ჯანმრთელი ცხოვრების წესს უწყობს ხელს. თბილისს რაც შეეხება, აქ ზედაპირი სწორი არ არის და საკმაოდ სახიფათოა ველოსიპედით სიარული, თუმცა ბათუმში უკვე გაკეთდა ველო ხაზები და ძალიან პოპულარულია ტურისტებს შორის. ველო ტაქსები ასევე შესანიშნავი იდეაა ისეთ ქალაქებში, როგორიცაა სიღნაღი, ყვარელი, მცხეთა და აშ.
Related Stories