ფეისბუკის აქციების ფასი დაეცა


Wednesday, May 23, 2012
News Making Money

ტურიზმის ეროვნული სააგენტო MICE ტურიზმის განვითარებას გეგმავს

12/07/2011 12:40 (315 დღე 21:05 minutes ago)

ინტერპრესნიუსის ცნობით, ტურიზმის ეროვნული სააგენტო საქართველოში ახალი მიმართულების, MICE ტურიზმის განვითარებაზე მუშაობას იწყებს.

ADVERTISEMENT
წაიკითხე სმარტფონში


MICE (Meetings, Incentives, Conferences, and Exhibitions) ტურიზმი არის ტურისტული მიმართულება, რომელიც ორიენტირებულია მსხვილ ორგანიზებულ კორპორატიულ და პროფესიულ ტურებზე. აღნიშნული მიმართულება ასევე მოიცავს კონკრეტულ ივენთებს (მაგ: ქორწილი, დაბადების დღე) და კრებებს (ყრილობებს).


ტურიზმის ეროვნული სააგენტო პირველ ეტაპზე გეგმავს MICE ტურიზმისთვის ქვეყანაში არსებული ინფრასტრუქტურის დეტალურ ინვენტარიზაციას, კატალოგის შექმნას, MICE ტურიზმის ასოციაციებში გაერთიანებას, სპეციალიზირებულ გამოფენებში მონაწილეობას, სადაც მოხდება ქვეყნის ამ მიმართულებით რეკლამირება. ასევე, იგეგმება MICE ტურიზმის აგენტებთან მჭიდრო კავშირის დამყარება, მათთვის ინფოტურების საშუალებით ქვეყნის პოტენციალის გაცნობა.


ღონისძიებას დაესწრებიან სასტუმრო ბიზნესი ს წარმომადგენლები, ტუროპერატორები, ევენტ კომპანიები.


MICE ტურიზმი მსოფლიო ში ტურიზმის ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი და სწრაფად მზარდი დარგია. საერთაშორისო კონგრესისა და კონვენციის ასოციაციის (ICCA) სტატისტიკაზე დაყრდნობით მსოფლიო ში ყოველწლიურად 400 000 კონფერენცია და გამოფენა იმართება რომელთა ჯამური დანახარჯი 280 ბილიონ აშშ დოლარს აღემატება. გამოფენების ინდუსტრიის გლობალური ასოციაციის (UFI) მონაცემებით კი MICE ინდუსტრიის ღირებულება წლიურად 1.16 ტრილიონს აჭარბებს.


ახალი ინიციატივის პრეზენტაციას ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე მაია სიდამონიძე ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში დღეს გამართავს.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group