რასმუსენი - საქართველო ნატოს წევრი აუცილებლად გახდება


Wednesday, May 23, 2012
News Making Money

რუსული ავიაკომპანია მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებით ფრენებს იწყებს

06/08/2011 11:33 (290 დღე 22:13 minutes ago)

s7-airlines.jpg

civil.ge -- 6 აგვისტოს რუსული ავია კომპანია „S7 ეარლაინსი“ (იგივე „სიბირი“) სამწლიანი პაუზის შემდეგ პირველ რეისს განახორციელებს მოსკოვი–ქუთაისის და საპირისპირო მიმართულებით, იტყობინება ავია კომპანია.

ADVERTISEMENT
წაიკითხე სმარტფონში


ქუთაისი საქართველოს მეორე ქალაქი იქნება, სადაც „S7 ეარლაინსი“ ფრენებს განახორციელებს. მან თბილისის მიმართულებით რეგულარული ჩარტერული ფრენები, ქართული ავია კომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ პარალელურად, შარშან ზაფხულში განაახლა.

ავიაკომპანიამ, რომელიც ამჟამად თბილისის მიმართულებით ყოველდღიურად დაფრინავს, ხოლო ქუთაისში რეისებს კვირაში ორჯერ განახორციელებს, საქართველოში საჰაერო მიმოსვლა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეწყვიტა. ომამდე ეს კომპანია ბათუმშიც დაფრინავდა.

რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები თავდაპირველად 2006 წლის ოქტომბერში შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა ორ ქვეყანას შორის  ჯაშუშებთან დაკავშირებული სკანდალი. ფრენები 2008 წლის მარტში აღდგა, თუმცა მალევე ისევ შეწყდა რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group