„ვენდისი“ შესაძლოა დაგეგმილზე ადრე გაიხსნას


Wednesday, May 23, 2012
News Making Money

თურქეთი ქართველებისთვის პირველ საზაფხულო დასვენების ადგილად რჩება

ავტორი თაკო ხელაია, The FINANCIAL

08/08/2011 19:05 (288 დღე 14:41 minutes ago)

turkey-bodrum_copy.jpg

ქართული ტუროპერატორების მიხედვით, თურქეთი იკავებს პირველ ადგილს ქართველებისთვის ყველაზე პოპულარულ დასასვენებელ ადგილთა სიაში.

ADVERTISEMENT
წაიკითხე სმარტფონში

 

მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ 2011 წელს თურქეთში მგზავრობის ფასები საგრძნობლად გაიზარდა წინა წელთან შედარებით, ქართველებს მაინც ურჩევნიათ გაატარონ თავიანთი საზაფხულო შვებულებები მეზობელ თურქეთში. წინა წელთან შედარებით, ასევე გაიზარდა მოთხოვნა ევროპის ქვეყნებზე.


ესპანეთი, იტალია და პრაღა მიეკუთვნება ყველაზე ხშირად სტუმრებად ევროპულ ადგილებს ქართული ტუროპერატორების მიხედვით.


“მთავარი მიზეზები რის გამოც თურქეთი რჩება პირველ საზაფხულო დასვენების ადგილად ქართველებისთვის არის მარტივი საბაჟო მომსახურება და დაბალი საცხოვრებელი ფასები,” ამბობს ელა კარაპეტიანი, BusinessTravel.com--ის დირექტორი. “ყველა შემცველი სერვისი საკმაოდ ძვირია ევროპაში და ამიტომ ქართველი ტურისტების უმეტესობა ირჩევს შედარებით უბრალო (BB) მომსახურებას. სწორედ ამ მიზეზის გამო, ქართველი დამსვენებლების დიდი ნაწილისთვის უფრო ხელსაყრელია დაისვენოს ყველაფრის შემცველ სასტუმროში, შეღავათიან ფასებში, ახლომდებარე თურქეთში.”


შენგენის ვიზის შოვნა დაუსაქმებელი მოქალაქეებისათვის ძალიან ძნელია საქართველოში, განსაკუთრებით იმ ხალხისთვის ვისაც არ შეუძლიათ დაამტკიცონ თავიანთი ფინანსური შემოსავალი, ამ დროს მათ თავისუფლად შეუძლიათ წავიდნენ თურქეთში. თურქული სასტუმროები თავაზობენ საუკეთესო დონის გასართობ

მომსახურებებს, ამიტომ დამსვენებლებს არ უწევთ განსხვავებულ ადგილებში სიარული რადგან მათ შეუძლიათ კარგი დრო გაატარონ თავიანთ სასტუმროებში. ანტალია, ბელეკი, კუშადასი, ბოდრუმი, მარმარისი, ალანია და საიდი არიან ყველაზე პოპულარული თურქული კურორტები.


თურქეთში ერთკვირიანი დასვენების ფასი, ორადგილიან ოთახში, იწყება 850$-დან. ფასი მოიცავს წასვლა-წამოსვლის ავია ბილეთს, დაზღვევას, გადაადგილებას და განთავსებას. ხოლო 11 ღამის ფასი, 2 კაცისთვის, ეგვიპტე, ხურგადაში, 4 ვარსკვალვიან სასტუმროში იწყებება 1 300$-დან Sky.ge-ზე.


ქართველი ტუროპერატორების მიხედვით ევროპაში წამსვლელი ხალხის რაოდენობა გაიზარდა 2011 წელს
“ევროპაში დასასვენებლად გამგზავრებული ქართველების რაოდენობა გაიზარდა წინა წელთან შედარებით. კომბინირებული ტურნე არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მომსახურება. ხალხს ურჩევნია ესეთი სახის მგზავრობა, რადგან მათ შეუძლიათ ფულის დაზოგვა და ორი ან მეტი ქვეყნის ნახვა დროის მოკლე პერიოდში.

 

პრაღა-ვენა-ბარსელონა ტურნე არის ყველაზე პოპულარული კომბინირებული მოგზაურობა . ამგვარი მგზავრობის ფასი იწყება 700$-დან ერთი კვირისთვის. ადრეული დაჯავშვნა კი საშუალებას გაძლევთ დამატებით დაზოგოთ ას დოლარამდე. ჩვენს კლიენტებს შეუძლიათ აირჩიონ განსხვავებული დანიშნულების ადგილები და ჩვენ მათ ყოველთვის შევთავაზებთ უმაღლესი ხარისხის მომსახურებას,” ამბობს ლიკა გუგუშვილი, CG Tours-ის მეპატრონე.


“ამ ზაფხულს თურქეთი ლიდერობს, როგორც ყველაზე პოპულარული დასასვენებელი ადგილი, როგორც ყოველთვის,” ამბობს გუგუშვილი. “3 კაციანი მგზავრობის ფასი ერთ ოთახში, 3 ვარსკვლავიან სასტუმროში შეადგენს 500$-ს. 5 ვარსკვლავიან სასტუმროში მგზავრობის ფასი, ხურგადაში იწყება 700-800$-დან კაცზე. პრაღა-იტალიის ან პრაღა-ესპანეთის მგზავრობის ფასი იწყება დაახლოებით 700-800€-დან,”


ქართული ტუროპერატორი Intercontinental თავაზობს ექსკლუზიურ ორ კაციან მგაზვრობას ეგვიპტეში 23 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე, 5 ვარსკვლავიან, ყველაფრის შემცველ სასტურმოში, ხურგადაში დაახლოებით 1 627$-ად. ეს ფასი მოიცავს ბილეთის ფასს, დაზღვევას, სასტუმრომდე გადაყვანას და გიდს.


წამყვანი ქართული ტუროპერატორების მიხედვით თაფლობის თვეების მგაზვრობები გახდა უფრო პოპულარული ამ ზაფხულს.


“ესპანეთი, იტალია, ვენა და ჩეხეთის რესპუბლიკა არის ქართველი ტურისტების ერთ-ერთი უსაყვარლესი დასასვენებელი ადგილი. ესპანეთში მგაზვრობის ფასი ღირს დაახლოებით 1 200€. ეს თანხა მოიცავს ბილეთის ფასს, სასტუმროში გადაყვანას და (BB)-ს ორი ადამიანისთვის, ერთი კვირით. ევროპაში დასასვენებლად მიზანდასახული ტურისტების რაოდენობა გაიზარდა დაახლოებით 20-30%-ით. ასევე გაიზარდა იმ ხალხის რაოდენობა, ვინც ჩადის ევროპაში თავიანთი თაფლობის თვის გასატარებლად.” განაცხადა Businesstravel.Com--მა.


“საქორწინო მოგზაურობის ფასი, რომელიც შეიცავს 2 დღეს პრაღაში და 1 კვირას ბარსელონა, კოსტა ბრავაში, იწყება 950€-დან. მაგრამ, ეს თანხა არ მოიცავს საქორწნო მომზადების ხარჯებს. ჩვენ ვაპირებთ აქტიურად დავაწინაუროთ ამგვარი მოგზაურობა და ვითანამშრომლოთ პრაღის საქორწინო ღონისძიებების კომპანიებთან. ქართველმა წყვილებმა შეიძლება გადაწყვიტონ თავიანთი ქორწილების აღნიშვნა პრაღაში არც თუ ისე შორეულ მომავალში” თვლის გუგუშვილი.


ზოგიერთი ტუროპერატორის მიხედვით, ბოლო დროს გაიზარდა მოთხოვნა მსოფლიო ს ეგზოტიკურ კუთხეებში მგზავრობაზე, ადგილებში როგორიცაა მალაიზია და ტაილანდი.


“სინგაპურში და მალაიზიაში, 7 დღიანი ტურების ფასი ორკაციანი ნომრების შემთვევაში 1997ამერიკული დოლარია,ხოლო საკომპენსაციო თანხა ერთი პორვნებაზე 300 აშშ დოლარი. ტურის ღირებულებაში შედის ბილეთის ღირებულება თბილისიდან სინგაპურში და უკან, 3 ღამე სინგაპურში ლაიან სითი ჰოტელში (ან მსგავსი კლასის 3 ვარსკვლავიან სასტუმროში), 1 ღამე მალაიზიის დედაქალაქში საერთაშორისო სასტუმროში, 2 ღამე მალაკას სანაპირო კურორტზე მყოფ სასტუმროში, 6 საუზმე და 6 სადილი, ყველანაირი გადაადგილებისა და დასათვალიერებელი ადგილების მონახულების ხარჯები, რუსული ენის თარჯიმანი და სინგაპურის ვიზა“  აღნიშნავსTika Tour.


 “6 ღამე და 7 დღე, იბიცაში, 2 ვარსკვლავიან სასტუმროში ღირს 339€, 3 ვარსკვლავიან სასტუმრო ნეფტუნში - 479€, 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო Quilibra Aguas De Ibiza - 949€. ფასი მოიცავს გადაადგილებას აეროპორტი დან , დაზღვევას და სასტუმროს და არ მოიცავს ავია ბილეთს, რომლის ფასი, ამ დროისათვის, იწყება 450€-დან. ადამიანმა შეიძლება გაატაროს თავისი შვებულება იბიცაში დაახლოებით 750 ევროდ.” განაცხადებს Elite Tour
საქართველო მეექვსე ადგილზეა 2011 წლის დასათვალიერებელ ადგილთა სიაში, New York Times-ის მიხედვით. ამ სიის ათეულში შედის: 1. სანტიაგო, ჩილე; 2. სან ხუანის კუნძულები, ვაში; 3. კოჰ სამუი, ტაილანდი; 4. ისლანდია; 5. მილანი; 6. საქართველო; 7. ლონდონი; 8. ლორეტო, მექსიკა; 9. ნიუკასტლი; 10. ჩიანგ მაი.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group