რასმუსენი - საქართველო ნატოს წევრი აუცილებლად გახდება


Wednesday, May 23, 2012
News Making Money

სასტუმროებიდან ყველაზე ხშირად მოპარული ნივთები

ავტორი ნანიკო მღებრიშვილი, The FINANCIAL

23/08/2011 17:41 (273 დღე 16:06 minutes ago)

frontbath.jpg

მშრალ ხიდზე გამოფენილი მრავალი წვრილმანის თვალიერებისას თქვენ შეამჩნევთ ჩუსტებს, რომლებზეც თბილისის ფეშენებელურ სასტუმროთა ემბლემებია გამოსახული.

ADVERTISEMENT
წაიკითხე სმარტფონში

 

“თუ მშრალ ხიდზე იყიდება ჩვენი ლოგოიანი ჩუსტები, ეს იმას ნიშნავს, რომ ვიღაცამ ისინი წაიღო ჩვენი სასტუმროდან,” ამბობს ელენე ბარათაშვილი, თბილისი მარიოტის და  ქორთიარდ მარიოტის სასტუმროების პიარ მენეჯერი.

“მარიოიტის სასტუმროში ოფიციალური ქურდობის შემთხვევები არ არის. თუმცა, რადგან ჩუსტები ასეთი კარგი ხარისხისაა, ამან შეიძლება ზოგიერთ სტუმარს მათი მოპარვისკენ უბიძგოს.’’ თვლის ბარათაშვილი.

პირსახოცები, საკიდები, ჩუსტები, ზეწრები, ჰიგიენის პროდუქტები და სხვა წვრილმანები, ხელმრუდი სტუმრებისთვის, საკმაოდ ხშირი სამიზნეებია. სტუმრებს იზიდავს მომხიბლელი ნივთები ხუთ-ვარსკვლავიანი ლოგოებით. თუმცა, ქურდობის ფაქტებს პრობლემად არ მიიცნევენ  პატარა სასტუმროები. პირიქით, ზოგიერთი თვლის, რომ ეს მათთვის სასარგებლოც კი შეიძლება იყოს.

ამერიკის სასტუმროების ასოციაციის მიხედვით, როგორც ჩანს, სასტუმროების კლიენტები წლიურად 100 მილიონი დოლარის ოდენობის სასტუმროს საქონელს იპარავენ.

“სააბაზანოს ნივთები Georgian Palace-ის ემბლემით, ჩუსტები და პატარა პირსახოცები ჩვენი სასტუმროდან ყველაზე ხშირად მოპარულ ნივთებს მიეკუთვნებიან.’’ ამბობს ლელა წულუკიძე,Georgian Palace სასტუმროს დირექტორის მოადგილე.

“ამგვარი შემთხვევები ხდება, მაგრამ არც ისე ხშირად’’.

სასტუმროს არ შეუძლია დაასახელოს მოპარული საგნების ზუსტი ფულადი რაოდენობა.

“მე არ მახსოვს შემთხვევა, როდესაც მოპარული ყოფილიყო მსხვილი ფუფუნების საგანები. 40 მილილიტრიანი შამპუნის ბოთლის ფასი კი მხოლოდ 0.40$-ს შეადგენს’’ დაამატა წულუკიძემ.

ყველაზე ძვირფასი ნივთი, რაც მოუპარავთ სატუმრო River Side-დან კონდიციონერის დისტანციონი იყო. მისი ფასი იყო 70 ლარი.

“პირსახოცები, საფერფლეები, საკიდები და ბოთლის გასახსნელები, ყველაზე ხშირად დაკარგული ნივთებია River Side-ში,” ამბობს იანა ჩოხელი, River Side-ის აღმასრულებელი მენეჯერი. “საბედნიეროდ, მსგავსი შემთხვევების სიხშირე კლებულობს”.

ზოგიერთი სასტუმრო, მაგალითად Radisson Blu Iveria და Ambassador, ირწმუნებიან, რომ სასტუმროში მათ არასოდეს აღმოუჩენიათ ქურდობის შემთხვევა

“ჩვენს სასტუმროში მსგავსი ქურდობის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.” ამბობს, Radisson Blu Iveria-ს ჯგუფური პიარის და მარკეტინგის მენეჯერი, ნატალია ლუჩანინოვა. “ჩვენი ყოველდღიური კლიენტებიდან, უმეტესობა ბიზნესი ს წარმომადგენლები არიან და აქამდე ქურდობის შემთხვევა არ გვქონია. საკმაოდ ხშირია, როდესაც სტუმრებს თან ნახევრად დაცლილი შამპუნის ბოთლები და ხელის კრემები მიაქვთ, მაგრამ მსგავს შემთხვევებს ქურდობას ვერ მივაწერთ. ფარკვეული კუთხით ეს ეკოლოგიურად კარგიცაა, რადგაც, ჩვენ ამ ნივთებს მაინც გადავაგდებდით.”

თეა ცქვიტავამ, სასტუმრო  Ambassador-ის მენეჯერმა, განაცხადა, რომ არც ქართველ და არც უცხოელ სტუმრებს სასტუმროდან არაფერი მოუპარავთ.

ნინო ისაკაძე,  Batumi Sheraton-ის და Sheratons Metekhi-ს პიარ მენეჯერი, არ უარყოფს სასტუმროში ქურდობების შემთხვევებს, მაგრამ მან განაცხადა, რომ მსგავსი ინფორმაცია კონფიდენციალურია.

ქართული სასტუმროების წარმომადგენლებს უჭირთ გარკვევა, თუ ვინ არიან სასტუმროს ნივთების ქურდები. წულუკიძეს თქმით, რთულია ყველაფერი დავაბრალოთ მხოლოდ ქართველებს ან მხოლოდ უცხოელებს. ხოლო ჩოხელის აზრით, River Side სასტუმროდან, ნივთებს უმეტესწილად უცხოელები იპარავენ.

“ჩვენთან ძირითადად ქურდები საშუალო ასაკის ხალხი არიან.” თქვა წულუხიძემ.

ჩოხელის თქმით კი, River Side-ში ქურდობა ყველა ასაკის და ტიპის ხალხის მიერ ხდება.

რომ ქართული სასტუმროების უმეტესობას ურჩევნია არ ილაპარაკოს მოპარულ ნივთებზე, თუმცა მსგავსი პრობლემა სასტუმროებში მთელი მსოფლიო ს მაშტაბით გვხვდება.

ბრიტანული გაზეთი, The Telegraph, სასტუმროებიდან ყველაზე ხშირად მოპარულ ნივთებად საკიდებს, მაღვიძარებს, ჩუსტებს და ზეწრებს ასახელებს. მსგავსი სტატიები მრავალმა საერთაშორისო ტურისტულმა სააგენტოებმა და ვებ-გვერდებმა გამოაქვეყნა.

მაია გაურჩავამ FINANCIAL-თან საუბრისას განაცხადა, რომ თურქეთში ის სასტუმროებში ქურდობის მრავალ შემთხვევას შეხვდა.

“ჩვენ გქვონდა საინფორმაციო-ტური და ყოველ ორ დღეში ვიცვლიდით სასტუმროს. შოკირებული ვიყავი. ყოველი სასტუმროდან, ჩვენი ჯგუფის ყველა წევრი, იღებდა ჩუსტებს და სხვა ნივთებს. კითხვაზე თუ რათ უნდოდათ ამდენი ჩუსტები, ისინი პასუხობდნენ: “საჩუქრებად ნათესავებისთვის და მეგობრებისთვის.” მე არც კი ვიყენებდი იმ ჩუსტებს, რადგან ისინი დაბალი ხარისხის იყვნენ”. თქვა გაურჩავამ.

სასტუმროებში წვრილი ნივთების მოპარვისგან თავის აცილება რთულია.

“ერთადერთი რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, ესაა დეტალური შემოწმება.” ამბობს წულუკიძე. “ჩვენი პერსონა ლი ამოწმებს ოთახს, რომ დარწმუნდეს რომ არაფერია მოპარული და მოწყობილობები არაა დაზიანებული”.

შემოწმების პროცესი საკმარისი არაა ქურდობის თავიდან ასაცილებლად. მაგრამ, სამწუხაროდ, სხვა უსაფრთხოების ზომების მიღება შეუძლებელია. მსგავსი ნივთები ადვილად დასამალი და ტრანსპორტირებადია.” ამბობს ჩოხელი.

საქართველოში ტურიზმი სწრაფად ვითარდება და ამჟამად სასტუმროების უმეტესობა სავსეა. აქ დაახლოებით 220 სასტუმროა.

“მე მოვიპარე თეთრეულის ჩანთა Alvear Palace სასტუმროდან, ბუენოს-აირესიში,” წერს ლინ იაეგერი, CNN-ის მგზავრობის ბლოგი ს ავტორი. “ის დამზადებული იყო სქელი სპილოს ძვლისფერი ნაჭრით, ზედ ცისფრად ამოქარგული იყო სიტყვა “ქიმწმენდა” და გავდა ისეთ რაღაცას, რაც შეიძლება მეპოვნა ანტიკური ქსოვილების ჩვენებაზე”

ავტორი თვლის, რომ ემბლემიანი საგნების მოპარვა სასტუმროსთვისაც შეიძლება მომგებიანი იყოს. “ყოველ ჯერზე როდესაც გამოიყენებ ნივთს რომელსაც აწერია სასტუმროს სახელი, გაგახსენდება რა კარგი დრო გაატარე იქ და დაგეგმავ ახალ ვიზიტს (და არა მარტო იმიტომ, რომ ახალი ნივთები წამოიღო)”.

ამსტერდამის და ბარსელონას, Chic & Basic იაფიან სასტუმროებში, მფლობელები მზად არიან კლიენტების ამგვარი უმსგავსო ქმედებებისთვის. მათ საპირფარეშო ნივთებს აწერია: “ეს არის ყველაზე საყვარელი საპონი, რომელსაც შენ ოდესმე მოიპარავ სასტუმროდან.” და “არაჩვეულებრივი ხარისხის შხაპის გელი, რომელსაც იშვიათად ნახავთ სასტუმროში”.

ფრანცუა დელაჰაიე, პარიზის სასტუმრო,  Plaza Athénée-ს გენერალური მენეჯერი ადასტურებს, რომ შამპუნები, ჩუსტები და საფერფლეებიც კი დიდი რაოდენობით იკარგება. ის ამბობს, რომ ყველაფერი, რასაც სასტუმროს ლოგო აქვს განსაკუთრებით სასურველია.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group