
კახეთი, აღმოსავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი რეგიონი,
ყოველწლიურად ათასობით ტურისტს იზიდავს, რომლებიც ცნობილი ქართული ღვინის
გასასინჯად და საქართველოს უძველესი ისტორიის შესასწავლად ჩამოდიან.
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2010 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, კახეთში ჩასული ტურისტების რაოდენობა 24-ჯერ გაიზარდა.
კახეთი იდეალური ადგილია ბუნების და თავგადასავლების მოყვარულთათვის. რადგან რეგიონი საკმაოდ დიდია, ტურისტს შეუძლია იმ მარშრუტის არჩევა, რომელიც მის გემოვნებას შეესაბამება. ერთ-ერთი ასეთი მარშრუტი მოიცავს გრემის და ნეკრესის დათვალიერებას და ყვარელში და გურჯაანში ღვინის გასინჯვას.
მანძილი დედაქალაქი თბილისიდან, კახეთის ცენტრ, თელავამდე 158 კილომეტრია. გრემი და ნეკრესი ყვარელის მუნიციპალიტეტს მიეკუთვნებიან, რომელიც თბილისისგან 143 კილომეტრითა არის დაშორებული.
თბილისიდან ყვარელში გამგზავრება მატარებლით, ავტობუსით და მიკროავტობუსით შეიძელება. გზას დაახლოებით ორსაათნახევარი ჭირდება. გზა კარგ მდგომარეობაშია, ყველა საჭირო საგზაო ნიშნით ქართულ და ინგლისურ ენებზე.
გზად დასახლებულ სოფლებს დიდი მინდვრები ცვლის. კახეთის დიდი ნაწილი ვენახებს უკავია ვინაიდან ეს მხარე ცნობილია, როგორც ღვინის სამშობლო. ტურისტებს სოფლებში შეუძლიათ იყიდონ გლეხების მოყვანილი ხილ-ბოსტნეული და ასევე გასინჯონ ჩურჩხელა, საქართველოს ეროვნული ტკბილეული.
კახეთში შესვლისას ტურისტებს ალაზნის ველის გამაოგნებელი ხედით შეუძლიათ დატკბნენ.
ამ ექსკურსიის პირველი გაჩერება გრემია: XVI საუკუნის ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამეფო ტაძარი და მთავარანგელოზთა ეკლესია.
გრემი, რომელიც კახეთის მეფე, ლევანმა დააარსა, XVI-XVII საუკუნეებში კახეთის სამეფოს დედაქალაქი იყო. ქალაქი სამი ნაწილისგან შედგება: მთავარანგელოზთა ეკლესიის კომპლექსის, სამეფო რეზიდენცია და სავაჭრო უბანი. მაგრამ მხოლოდ ეკლესია გადაურჩა ირანის შაჰის, აბას I-ის შემოსევებს.
ტერიტორიაზე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და სავაჭრო უბანი ნელ-ნელა უბრუნდება თავის პირველყოფილ იერს. სექტემბრიდან გაყიდვაში ტაძარში გაკეტებული ნატურალური პროდუქცია და საქართველოს ტრადიციული სუვენირები იქნება. ასევე, გაიხსნება კაფე, ქართული ტრადიციული აბანო და მარანი, სადაც ნებისმიერ ტურისტს შეეძლება ღვინის გასინჯვა. არის ასევე რამოდენიმე მიწისქვეშა გვირაბი.
ეკლესიასთან ახლოს მდებარე მუზეუმში, გამოფენილია რამოდენიმე საუკუნის წინანდელი საყოფაცხოვრებო მოწყობილობები, ინსტრუმენტები, იარაღები, აქსესუარები. მუზეუმში ყველაზე ძველი ექსპონატი არის ჩვენ წელთაღრიცხვამდე VIII საუკუნის იარაღი.
არიან ქართულენოვანი, ინგლისურენოვანი, რუსულენოვანი და გერმანულენოვანი გიდები. გიდის მომსახურების საფასური მთელი გრემის დასათვალიერებლად 10 ლარს შეადგენს.
შემდეგი გაჩერება, ნეკრესი, გრემისგან რამოდენიმე კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ქალაქი ნეკრესი ძველი წელთაღრიცხვით I და II საუკუნეებს შორის დაარსა. აქ მდებარეობს დღესდღეისობით ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ექლესია საქართველოში.
ნეკრესის კომპლექსი ორ ნაწილადაა გაყოფილი - ზედა და ქვედა ნეკრესი. მათ შორის ერთ-ნახევარი კილომეტრი მანძილი დაფარულია ქვაფენილით. მიკროავტობუსით მგზავრობა 1 ლარი ღირს, მაგრამ ტურისტს შეუძლია ეს გზა ფეხით გაიაროს. მონასტერს აქვს დიდი ფასეულობა მართლმადიდებელი ტურისტებისთვის, სადაც შენახულია 32 წმინდანის რელიქვია, მათ შორის მათეს და ლუკას წმინდა რელიქვიები. ამასთან ერთად, ქომპლექსში შედის ცეცხლის ტაძარი, რომელიც აშენდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე IV საუკუნეში.
ეკლესიების გარდა, კომპლექსი შეიცავს ორ, V და IX საუკუნის, მარანს, ნეკრესის სასადილოს, მონასტერში გაკეთებული პროდუქციის მაღაზია და საინფორმაციო ცენტრი.
გიდის მომსახურება ღირს იგივე რაც გრემში, 10 ლარი.
ნეკრესის სასადილო გვთავაზობს მრავალ განსხვავებული სახის მენიუს. სადილის მენიუ ღირს 8.50 ლარი კაცზე. ტურისტებს შეუძლიათ გასინჯონ როგორც ტრადიციული, ისე უცხოური კერძები. ფასები იგივეა, რაც თბილისის რესტორნებში. ტურისტებს ასევე შეუძლიათ მონასტერში გაკეთებული ღვინო და კონიაკი გასინჯონ. ნეკრესში არის მუსიკალური ანსამბლი, რომელიც ასრულებს ქართულ ტრადიციულ ცეკვებს და სიმღერებს.
ნეკრესის შემდეგ, ტურისტებს შეუძლიათ ესტუმრონ ყვარელის საინფორმაციო ცენტრს, სადაც შეეძლებათ ველოსიპედების ქირაობა. არის ხუთი შესაძლებელი მარშრუტი ქალაქის ირგვლივ. ველოსიპედისტებს ეძლევათ მარშრუტების რუკები და სხვა საჭირო აქსესუარები. გზაზე ველოსიპედისტებისთვის არის საგზაო ნიშნები.
მოგვიანებით, ტურისტებს შეუძლიათ ნახონ ღვინის გვირაბი, რომლის სიგრძე 7.5 კილომეტრია. აქ, ყურძნის საკეთილდღეოდ, მუდმივი, 14 გრადისიანი, ტემპერატურაა. გვირაბის გაყოლებაზე, განსხვავებული ღვინის სახეობებია შენახული და ასევე ეთნოლოგიური მუზეუმი.
შესასვლელთან ტურისტებს ხვდებიან ცქრიალა ღვინით, ხოლო მოგვიანებით, გვირაბში, ისინი გასინჯავენ კიდევ 8 ღვინის სახეობას, დაწყებული რბილი თეთრი ღვინით და დამთავრებული სადესერტო ღვინით. ღვინის ფასი, დამოკიდებული ჯგუფის ზომაზე, კაცზე დაახლოებით 15-20 ლარია.
ღვინის გვირაბის შემდეგ, ტურისტებს შეუძლიათ გასინჯონ გურჯაანის ღვინის სახლში გამოხდილი ღვინო. როცა სეზონია, ღვინის სახლის სტუმრებს ასევე შეუძლიათ ყურძნის მოსავლის აღებაში, დაწურვაში, ქართული არყის გამოხდაში, შოთის პურის გამოცხობაში და ჩურჩხელის გაკეთებაში მიიღონ მონაწილეობა. არის ასევე საჩუქრების მაღაზია სადაც ხელნაკეთობები იყიდება.
ექსკურსიის შემდეგ, ტურისტებს თბილისში დაბრუნება იმავე დღეს შეუძლიათ.
მოგზაურობა სტუმარს კარგ წარმოდგენას უქმნის კახეთზე. მაგრამ ამ რეგიონში კიდევ ბევრი პოპულარული სანახავი ადგილია, მათ შორის სიღნაღი, ლოპოტას ტბა, ლაგოდეხის და ვაშლოვანის ნაკრძალი.
ევროპიდან საქართველოში ორმხრივი ფრენა დაახლოებით 500$ ღირს.
Related Stories