| ექსტრემალური ტურიზმის ბიზნესი მომხმარებლის სიმცირეს უჩივის |
|
30/08/2011 12:15 (266 დღე 21:34 minutes ago) | |||||||||||
|
ქართული ტურისტული კომპანიები, რომლებიც ტურისტებს ექსტრემალურ ტურებს სთავაზობენ, ამ სახეობით დაინტერესებულთა სიმცირეს უჩივიან, იტყობინება რადიო კომერსანტი.
ექსტრემალური
ტურებიდან ყველაზე პოპულარული დაივინგი, ანუ წყალქვეშ ყვინთვაა. ამ სახეობით უმეტესად უცხოელები ინტერესდებიან.კომპანია „კონკორდთრეველი“ მომხმარებელს ექსტრემალური ტურიზმის თითქმის ყველა სახეობას სთავაზობს, თუმცა კომპანიაში ამბობენ, რომ ამ სერვისით დაინტერესებულთა რაოდენობა საკმაოდ დაბალია. შედარებით მეტია მოთხოვნა დაივინგზე. ამ კონკრეტულ შეთხვევაში, კომპანია მსურველებს აჭარის სანაპიროზე ჩაყვინთვის შესაძლებლობას სთავაზობს, სადაც რამდენიმე ხელოვნური რიფის ნახვის შესაძლებლობა არსებობს. ერთი ჩაყვინთვის ფასი საშუალოდ, 80 დოლარია.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|

