ფეისბუკის აქციების ფასი დაეცა


Wednesday, May 23, 2012
News Making Money

თბილისის 644 მილიონიანი ბიუჯეტიდან კურორტ გუდაურის განვითარებაზე მილიონნახევარი დაიხარჯება

30/08/2011 13:03 (266 დღე 20:47 minutes ago)

თბილისის გაზრდილი ბიუჯეტიდან კურორტ გუდაურის განვითარებას მილიონნახევარი ლარი მოხმარდება, იტყობინება რადიო კომერსანტი.

ADVERTISEMENT
წაიკითხე სმარტფონში

 

თუმცა ადრე გავრცელებული ინფორმაციით, გუდაურის განვითარებისთვის 2,5 მილიონის დახარჯვა იგეგმებოდა. დედაქალაქის მერიას გუდაური სამართავად მიმდინარე წლის მაისსი გადაეცა. პროექტის თანახმად, გუდაური 4 სეზონის კურორტად იქცეს. როგორც მერიაში აცხადებენ, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ ტურისტები ამ კურორტით არამხოლოდ ზამთრობით, ნებისმიერ სეზონზე უნდა დაინტერესდნენ. თბილისის მერია პროექტის ფარგლებში ადგილობრივი ინფრასტუქტურის განვითარებას უზრუნველყოფს, გაუმჯობესდება არსებული და მოეწყობა ახალი სათხილამურო ტრასები და საბაგირო, დაიგება ევროპული სტანდარტების გზები, მოხდება ელექტრო ენერგიისა და წყლის უწყვეტი მომარაგება, შეიქმნება დასუფთავების სამსახური, პარკირებისათვს გამოიყოფა ტერიტორიები, კურორტს 24 საათის განმავლობაში სასწრაფო,  სამაშაველო და სახანძრო სამსახური მოემსახურება. გუდაური აღიჭურვება თანამედროვე თოვლის სატკეპნი მანქანებით, მოეწყობა გასართობი ცენტრები. კურორტზე  უკაბელო ინტერნეტი იმუშავებს. აქვე ინფორმაციისთვის: თბილისის დედაქალაქის ბიუჯეტის 9,8 მილიონი ლარით - 644 მილიონამდე გაზრდა საკრებულომ მიმდინარე კვირის ბოლოს დაამტკიცა.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group