ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს


Wednesday, May 23, 2012
News Making Money

შიდა ტურიზმი 40%–ით გაიზარდა

05/09/2011 11:33 (260 დღე 22:19 minutes ago)

batumi2.jpg

წელს ხელისუფლება ქვეყანაში 3 მილიონი ტურისტის შემოსვლას ელოდება, რაც შარშანდელთან შედარებით 45%–ით გაუმჯობესებული მაჩვენებელია. რადიო კომერსანტის ცნობით, ბოლო ინფორმაციით, საქართველოს კურორტებზე წელს უკვე დაისვენა ქვეყნის დაახლოებით 900 ათასმა მოქალაქემ, რაც შარშანდელთან შედარებით 40%–ით გაზრდილი მონაცემია.

ADVERTISEMENT
წაიკითხე სმარტფონში

 

ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, დაახლოებით იგივე პროცენტული ზრდა ფიქსირდება შიდა ტურიზმის სეგმენტში. ბოლო ინფორმაციით, საქართველოს კურორტებზე წელს უკვე დაისვენა ქვეყნის დაახლოებით 900 ათასმა მოქალაქემ, რაც შარშანდელთან შედარებით 40%–ით გაზრდილი მონაცემია.

ერთ–ერთი ყველაზე მკვეთრი ზრდა აჭარაში აღინიშნა, სადაც, დეპარტამენტის მონაცემებით, უკვე ჩავიდა მემილიონე ტურისტი. აქედან 626 ათასი დამსვენებელი საქართველოს მოქალაქეა. ეს გასული წლის იანვარ–აგვისტოს მაჩვენებელზე თითქმის 99%–ით მეტია.

შიდა ტურიზმის ზრდას რკინიგზის მონაცემებიც ადასტურებს: მათი სტატისტიკით, წელს საქართველოს რკინიგზა რეკორდული რაოდენობის მგზავრს გადაიყვანს, თუმცა რკინიგზაში კონკრეტულ ციფრს ამ ეტაპზე არ ასახელებენ. მათი ინფორმაციით, ივნისი-ივლისის თვის მონაცემებით გადაყვანილია ერთ მილონზე მეტი მგზავრი. სამგზავრო გადაყვანებიდან შემოსულმა თანხამ კი ხუთ მილიონ ნახევარი ლარი შეადგინა. აგვისტოს მონაცემების დაჯამება რკინიგზაში ამჟამად მიმდინარეობს.

შედარებისთვის: მთელ შარშანდელ საკურორტო სეზონზე 700 ათასი მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც იმ ეტაპზე ბოლო წლების რეკორდულ მაჩვენებლად დასახელდა. მგზავრთა ნაკადის ზრდა, თუმცა არა ასეთი მასშტაბური, ფიქსირდება ავტობუსების სეგმენტშიც.

როგორც commersant.ge–ს ოკრიბას ავტოსადგურიდან აცნობეს, წინასწარი მონაცემებით, შარშანდელი წლის ზაფხულის სეზონთან შედარებით წელს მათი სერვისით 15%–ით მეტმა მგზავრმა ისარგებლა.

შეგახსენებთ: ექსპერტების ნაწილი წლევანდელ სეზონზე ტურისტების სიმცირეზე საუბრობს. თუმცა ხელისუფლება ამ შეფასებას კატეგორიულად უარყოფს და ტურისტების რაოდენობის მკვეთრ ზრდაზე საუბრობს. ოფიციალური სტატისტიკით, რომელიც ივლისს მოიცავს, ქვეყანაში უკვე შემოვიდა 1,5 მილიონი ტურისტი, 1,5 მილიონ დამსვენებლის შემოსვლა კი წლის ბოლომდეა ნავარაუდევი.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group