გერმანული „კომერცბანკი“ საქართველოს ბაზარზეა


Wednesday, May 23, 2012
News Making Money

„ნოვოტელის“ სასტუმროს მშენებლობა გაზაფხულზე დაიწყება

14/11/2011 13:11 (190 დღე 20:42 minutes ago)

novotel.jpg

რადიო კომერსანტის ცნობით, ლაშა პაპაშვილი მსოფლიო ბრენდ „ნოვოტელის“ სასტუმროს მშენებლობა ს გაზაფხულზე იწყებს.

ADVERTISEMENT
წაიკითხე სმარტფონში

 

როგორც ბიზნესმენმა რადიო კომერსანტს აცნობა, შეთანხმების ხელი მოკლე პერიოდში მოეწერება, ხოლო პროექტში 30 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება. „ნოვოტელის“ თბილისური სასტუმრო ჭავჭავაძის გამზირზე უნდა აშენდეს. “ნოვოტელი” “აკორის” ჯგუფში შემავალი სასტუმროა და მსოფლიო ს 60-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი.

საქართველოში ამ ბრენდის სასტუმროს აშენების მცდელობა პირველად 2008 წელს იყო. მაშინ თბილისის მერიის მხარდაჭერით “აკორს” და კომპანია “კაპიტალ ვოსტოკს” შორის შეთანხმება გაფორმდა ფილარმონიის უკან სასტუმროს აშენებაზე. თუმცა, ომის და კრიზისის შედეგად მშენებლობა ვეღარ განხორციელდა.

პარალელურად ირკვევა, რომ თბილისში „ნოვოტელის“ 4–ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობის დაფინანსების საკითხს ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი განიხილავს. EBRD -ის ცობით, 160–ნომრიანი სასტუმრო სავაჭრო ფართობს და მიწისქვეშა ავტოსადგოს გააერთიანებს. მათივე განმარტებით, ლაშა პაპაშვილი პროექტის თანადამფინანსებელია, ხოლო 18 მილიონის გამოყოფის საკითხს EBRD -ი თავად განიხილავს.

ევრობანკის შეფასებით, „ნოვოტელის“ სასტუმრომ საშუალო კლასის სასტუმროებს შორის კონკურენცია უნდა გაზარდოს, რაც ამ ეტაპზე ქართულ ბაზარზე ფრაგმენტულია. მათივე ცნობით, თბილისში საშუალო კლასის მხოლოდ 2 ბრენდული სასტუმროა, ხოლო არაბრენდული სასტუმროების დიდი უმრავლესობა არ პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს. „ნოვოტელის“ პროექტის დაფინანსების საკითხს EBRD -ი დეკემბერში გადაწყვეტს.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »







Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group