საფრანგეთ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებს ლაიტმოტივად მეგობრობა
გასდევს.
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
საფრანგეთის დამოკიდებულება საქართველოსადმი იმდენად გამორჩეულია,რომ მან პარიზიდან 25 კმ-ის დაშორებით, ლევილში,თავის მიწა-წყალზე,"პატარა საქართველოს" დაუდო ბინა. დამოუკიდებელი საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა,ნოე ჟორდანიამ,ბოლშევიკების მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად, სწორედ ლევილს შეაფარა თავი. მისი ცხედარი ლევილის თემის მომიჯნავე პატარა მართლმადიდებლურ სასაფლაოზე განისვენებს. 1994 წლის 21 ივლისს,პრეზიდენტი შევარდნაძე პარიზში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. ამ ვიზიტმა ორ ქვეყანას შორის მეგობრობის ხელშეკრულების გაფორმებას ჩაუყარა საფუძველი.
საფრანგეთის სახელმწიფო მდივანი საგარეო საქმეთა საკითხებში, თბილისში პირველად 2002 წლის ოქტომბერში ჩამოვიდა. მეორე ვიზიტის მიზანი, რომელიც 2004 წლის თებერვალში შედგა, მეგობრისა და პარტნიორის, ახლა უკვე საერთაშორისო თანამეგობრობის დიდი გულისტკივილის, ტრაგიკულად დაღუპული ბატონი ზურაბ ჟვანიას დაკრძალვის ცერემონიალზე დასწრება იყო. ევროპულ საკითხებში დელეგირებული მინისტრი, ქალ-ნი ნოელ ლენუარი, საქართველოს 2004 წლის იანვარში ეწვია.
გაპრეზიდენტებიდან მოკლე ხანში, 2004 წლის მარტში, მიხეილ სააკაშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთს ეწვია, სადაც იგი პრეზიდენტმა შირაკმა მიიღო. მ. სააკაშვილი , რომელიც შესანიშნავად ფლობს ფრანგულ ენას, საფრანგეთის დიდი მეგობარია. მისი მეუღლე, სანდრა, ასევე შესანიშნავად საუბრობს ფრანგულად და ასწავლის კიდეც თბილისის უნივერსიტეტში. საქართველოში საფრანგეთის ყოფილი ელჩის, ქალ-ნი სალომე ზურაბიშვილი ს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე დანიშვნა იმ ურთიერთნდობის დასტურია, რომელიც ორ ქვეყანას აერთიანებს. ქართველი ახალგაზრდა ფრანკოფონი დიპლომატების არცთუ მცირე რიცხვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საფრანგეთში საქართველოს საელჩოში მუშაობა კიდევ ერთხელ მოწმობს ჩვენი ქვეყნების საუცხოო ურთიერთობებს. ზოგიერთ მათგანს საფრანგეთში სასწავლო სტიპენდიით გამგზავრების საშუალება ჰქონდა. არიან აგრეთვე საფრანგეთის მართვის ეროვნული სკოლის (E.N.A.), პოლიტიკური მეცნიერებებისა (I.E.P.)და აღმოსავლური ენებისა და ცივილიზაციის ეროვნული ინსტიტუტის (I.N.A.L.C.O.)დიპლომირებული კადრები.
2004 წლიდან მოყოლებული, საქართველო, ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის (Organisation de la Francophonie) დამკვირვებლის რანგში, ფრანკოფონიის დიდ ოჯახს შეუერთდა. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქალ-ნმა სალომე ზურაბიშვილმა, უაგადუგოს სამიტზე საქართველო გასულ წელს წარადგინა.
საფრანგეთი საქართველოს ტერიტორიალური მთლიანობის აღდგენის მომხრეა. ის მხარს უჭერს, დიალოგის გზითა და სამშვიდობო პროცესით, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საქართველოს იურისდიქციაში დაბრუნებას. ძალადობისა და უკუპროცესების გარეშე, 2004 წელს, აჭარის თბილისის დაქვემდებარებაში გადასვლა, დამოუკიდებელი საქართველოს უახლესი ისტორიის მნიშვნელოვან ფაქტს წარმოადგენს. საფრანგეთი, აფხაზეთის გაყინული კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების ხელშემწყობი გაეროს (O.N.U.)გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის წევრია, რომელსაც ქალ-ნი ჰეიდი ტალიავინი ხელმძღვანელობს. ის აგრეთვე ჩაბმულია საქართველოში ეუთოს (O.S.C.E. en Géorgie) მისიის მუშაობაში. საფრანგეთი, როგორც ევროკავშირის ბიუჯეტის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გადამხდელი, ორმხრივი თანამშრომლობის გარდა, ხელს უწყობს საქართველო-ევროკავშირის განვითარებისა და ტექნიკური თანამშრომლობის უკვე ათწლოვან პროგრამებს.
მჭიდროა ასევე პარლამენტთაშორისი ურთიერთობა: სენატის თავმჯდომარე, კრისტიან პონსლე, საქართველოში 1999 წელსა და 2001 წელს ჩამოვიდა. იგი ორჯერ, 1999 წლის იანვარსა და იმავე წლის დეკემბერში, განსვენებულმა ზურაბ ჟვანიამ მიიღო. აღნიშნული ვიზიტი მიზნად ისახავდა სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის - საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების დაახლოების წელშეწყობას. ამ ინიციატივამ გაგრძელება ჰპოვა 2004 წლის ნოემბერში, რომლის მთავარი მიზანიც ამჯერად რეგიონში ტურიზმის განვითრება იყო. ამ ინიციატივის განხორციელებაში საქართველოს წარმოადგენდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ქალ-ნი ნინო ბურჯანაძე. საქართველოს პარლამენტი საკუთარი სურვილით მუშაობს ქართველი ფრანკოფონი და ფრანკოფილი პარლამენტარებით დაკომპლექტებული მეგობრობის ჯგუფის შექმნაზე, რომლის წარდგენაც უახლოეს ხანშია განსაზღვრული.
რეგიონათაშორისო თანამშრომლობაც მდიდარი და მრავლისმთქმელია. იონის დეპარტამენტის გენერალური საბჭო Conseil Général de l’Yonne, უკვე რამდენიმე წელია, ერთის მხრივ, სოფლის მეურნეობისა და მეღვინეობის, ხოლო მეორეს მხრივ, ჯანმრთელობის დაცვის (თელავში) სფეროში, კახეთის რეგიონში განვითარების პროექტებს ხელმძღვანელობს. ის აგრეთვე , სასკოლო ინვენტარისა და თბილისში ინფორმატიკის ფილიალის გახსნით, ხელს უწყობს ფრანგული ენისა და უნარ-ჩვევების გავრცელებას. წელს საქართველო ქალაქ ფუარ დე სანსის საპატიო სტუმარია. 2004 წელს, გენერალურმა საბჭომ (Conseil Général)და ერის დეპარტამენტის სოფლის მეურნეობის პალატამ, ქვემო ქართლში, მერძევეობისა და რძის პროდუქტების დარგში, საკმაოდ ამბიციური პროექტი წამოიწყეს.ნანტისდეპარტამენტიაგრძელებს მჭიდრო ურთიერთობას დედაქალაქ თბილისთან; 2004 წელს ამ თანამშრომლობის ოციწლისთავი, ნანტისა და თბილისის მერების გარემოცვაში, ქართველი ფრანკოფონების მიერ დაწერილი და დადგმული მეტად ამაღელვებელი და სახალისო თეატრალური დადგმის ჩვენებით აღინიშნა როგორც საფრანგეთში, ასევე საქართველოში. გრანდ-ლიონის საქალაქო სამსახური აპირებს დახმარება გაუწიოს ქალაქ ქუთაისს წყალმომარაგების ქსელისა და გარემოს დაცვის პროგრამის რეფორმის განხორციელებაში.
ინსტიტუციონალური თვალსაზრისით, საფრანგეთი მონაწილეობს ქართული ჯარის, პოლიციისა და სამოქალაქო უსაფრთხოების მოდერნიზაციის სფეროში (თავდაცვის სამინისტრო და S.C.T.I.P
ურთიერთობა ეკონომიკისა და კომერციის სფეროში
2002 წლის მონაცემებს თუ გავითვალისწინებთ (85 მილიონი ევრო), სავაჭრო ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის 2004 წელს (64 მილიონი) საგრძნობლად შემცირდა, საფრანგეთი საქართველოს რიგით მეათე კომერციული პარტნიორი და რიგით მერვე მიმწოდებელია.
ფირმა SPIE CAPAG -მა და ბანკმა BNP PARIBAS-მ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტის განხორციელებაში, რომლის მშენებლობა ც 2005 წელს უნდა დასრულდეს.
ლიმონათისა და ლუდის მწარმოებელი ფირმა CASTEL-ი საქართველოში მოღვაწეობს და თბილისში შესანიშნავ ჩამოსასხმელ ქარხანას ფლობს. ორი არასამთავრობო ორგანიზაცია, მსოფლიო ს ექიმები (Médecins du Monde) და ექიმები საზღვრებს გარეშე (Médecins Sans Frontière), აქტიურად მოღვაწეობენ ზუგდიდის რაიონსა და აფხაზეთში.
ურთიერთობები კულტურისა და ხელოვნების სფეროში
საქართველო-საფრანგეთის ნათესავობა კულტურისა და ხელოვნების სფეროში არახალია და საკმაოდ ფესვგადგმულია ორი ქვეყნის კულტურაში. საკმარისია დავასახელოთ ფრანგი მწერალი ალექსანდრე დიუმა, მოგზაური შარდენი, ან მარი ბროსე, რომლის სახელსაც ახლა თბილისის ეთ-ერთი სკოლა ატარებს. ქართველი მხატვრები: გუდიაშვილი, ახვლედიანი, კაკაბაძე, რომ აღარაფერი ვთქვათ ჩვენთვის კარგად ცნობილ კინომსახიობ პიერ რიშარსა და რეჟისორ ოთარ იოსელიანზე, ან მიხეილ კობახიძეზე, რომლებიც კარგა ხანია საფრანგეთში ცხოვრობენ და მათ ფრანგული საზოგადოება კარგად იცნობს. ნინო კირთაძის შესანიშნავმა დოკუმენტურმა ფილმმა "ჩემს მეგობრებს უთხარით, რომ მკვდარი ვარ", 2004 წელს,F.I.P.A.-ზე გაიმარჯვა კატეგორიაში "შემოქმედებითი და სასინჯი დოკუმენტური ფილმები", ცხოვრებისეული კინოს ფესტივალზე კი ლუი მარკორელის პრიზი დაიმსახურა. დაბოლოს, ფილმმა "შავად ნაწერი ოცნება", მოიპოვა სტიპენდია S.C.A.M .
თენგიზ აბულაძის ფილმის, "მონანიების" ზოგიერთი სცენა იმ შენობის კედლებშია გადაღებული, სადაც ამჟამად თბილისში საფრანგეთის საელჩოს რეზიდენცია და საელჩოა განთავსებული.
2002 წლიდან მოყოლებული, კერძოდ, რაც ალ. დიუმას სახ. კულტურის ცენტრი გაიხსნა, თანამშრომლობა ხელოვნების სფეროში უფრო ინტენსიური გახდა განსაკუთრებით ეს ეხება მუსიკას (სიმებიანი საკრავების აკადემია, მუსიკის მეტრის კლასი კონსერვატორიაში, ფრანგი სოლისტების თბილისსა და რეგიონებში გამართული კონცერტები, ფრანსუა ლელეს სახ. კონკურსი, თბილისის ოპერასთან თანამშრომლობა ლირიკის სფეროში), ცეკვის ხელოვნებასა (თბილისის ოპერისა და ბალეტის სცენაზე დადგმული ქორეოგრაფიული სპექტაკლები) და კინოხელოვნებას (ფრანგული კინოს რეტროსპექტივა, ფესტივალებში მონაწილეობა).
ფრანკოფონიასა და მის გავრცელებას თვალსაჩინო ადგილი უჭირავს ჩვენი ორი ქვეყნის თანამშრომლობაში, რომელსაც თან ახლავს ფრანგული ენის ქართველ მასწალებელთა საწყისი და შემდგომი მომზადების პროგრამები, სკოლებისთვის დახმარების გაწევა, უმაღლეს სასწავლებელში ფილიალის გახსნა (ინფორმატიკა, LEA და პედაგოგიკა), სტიპენდიების რაოდენობის ზრდა.
ალ. დიუმას სახ. კულტურის ცენტრის ფრანგული ენის კურსები, 2004 წლის დასაწყისის მონაცემებით; სხვადასხვა დონეზე მომზადებულ ოთხას სტუდენტზე მეტს ითვლის.
ორი ქვეყნის თანამშრომლობა მეცნიერების სფეროში ძირითადად პალეონთოლოგიას (დმანისის არქეოლოგიური გათხრები და სახელმწიფო მუზეუმი), არქეოლოგიასა (ვანის გათხრები) და მედიცინას უკავშირდება.
Related Stories