
სარეიტინგო სააგენტო Moody's-ი ევროზონის რამდენიმე ქვეყანაში დეფოლტს პროგნოზირებს.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
ფინანსური ბაზრების შოკები კონტინენტის რამდენიმე სახელმწიფოს საბაზრო დაფინანსების კარს ჩაუკეტავს, რაც მათი რეიტინგების „ნაგვის“ დონემდე დაწევას, ლიკვიდურობის დეფიციტსა და ევროკავშირის ყველა ქვეყნის საკრედიტო რეიტინგების შემცირებას გამოიწვევს.
Moody's-ის ანალიტიკოსები წერენ, რომ ევროზონა საშიშ ზღვარს უახლოვდება, რომლის შემდეგაც ბლოკის დაშლაა მოსალოდნელი. „ბოლო კვირების განმავლობაში სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა და რეცესია იწყება,“ - აცხადებს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მთავარი ეკონომისტი პიერ კარლო პედოანი. გუშინ ორგანიზაციამ ევროზონის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 2-დან 0,2%-დან შეამცირა, თუმცა პედოანის თქმით, უარესი ჯერ კიდევ წინაა: თუ ევროკავშირის ლიდერები არ მიიღებენ სათანადო ზომებს, ევროპის ეკონომიკაში რეცესია უფრო ღრმა იქნება და 2013 წლამდე გაგრძელდება.
პესიმისტურ შეფასებებს ეთანხმებიან Barclays Capital-ის ანალიტიკოსები, რომელთა თქმითაც, სიტუაცია ყოველდღიურად უარესდება. ING-ის წარმომადგენლის ტიმ გორდონის თქმით, ყველამ იცის, რომ მთელი ევროპა რისკის ზონაშია და ახლა საკითხი მხოლოდ მისი გადარჩენის ფასს ეხება. ბაზრები და პოლიტიკა ქაოსშია და რა უნდა გაკეთდეს, მარეგულირებლებსაც კი არ ესმით.
Moody's-ის ანალიტიკოსები შიშობენ, რომ პოლიტიკოსები უკანასკნელ მომენტამდე დაელოდებიან მოვლენების განვითარებას და მოქმედებას მხოლოდ შოკების სერიის შემდეგ დაიწყებენ.თუმცა, პედოანის თქმით, ჯერ კიდევ შეიძლება უარესი სცენარის თავიდან აცილება და მსოფლიო კრიზისის ახალი ტალღის შეჩერება.ამ ფონზე ევროზონის ქვეყნების სახელმწიფო ობლიგაციების მომგებიანობა რეკორდებს ხსნის. ეს აჩვენებს, რომ ევროკავშირის ძლიერი წევრებიც კი ახლოს არიან უფრო სუსტი ქვეყნების დასახმარებლად რეზერვების ამოწურვასთან.
გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის წარმომადგენლის განცხადებით, ამ კვირაში წარმოდგენილი იქნება ამბიციური ანტიკრიზისული გეგმა, რომლის თანახმადაც, ევროპის ფინანსური სტაბილიზაციის ფონდი (ЕFSF) გაიზრდება. ამჟამად ფონდის მოცულობა 440 მილიარდ ევროს შეადგენს.
Related Stories