კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი კორპორატიული
ბინათმშენებლობების დროს დაზარებულებს შეხვდა და მათ დახმარებას დაჰპირდა.
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
ინტერპრესნიუსის ცნობით, როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამ დაზარალებულების პრობლემა 90-იანი წლებიდან მომდინარეობს.
"ეს შენობები თავის დროზე არ აშენდა. 2009 წელს ამ ვალის განახლებულად ცნობა მოხდა. 2012 წლამდე მათ შეჰპირდნენ, რომ ყველაფერს აუნაზღაურებდნენ, მაგრამ არაფერი გაუკეთებიათ, მხოლოდ მიწის ნაკვეთები გამოუყვეს, ისიც 2010 წლის არჩევნებისთვის", - აღნიშნა ივანიშვილმა. მისივე თქმით, "ქართული ოცნების" მოსვლის შემთხვევაში პირველ რიგში ამ დაზარალებულების პრობლემის გადაწყვეტა დადგება დღის წესრიგში.
"მათ პირობა მივეცით, რომ ჩვენ არ გავაკეთებთ მსგავს უმეცრებას, რასაც დღევანდელი ხელისუფლება აკეთებს", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა. მისივე თქმით, შენდება ახალი იუსტიციის სამინისტრო, ამის საწინააღმდეგო მას არაფერი აქვს, მაგრამ ამ მშენებლობების აუცილებლობა არ არსებობდა.
"როდესაც ჩვენი უამრავი მოქალაქე უსახლკაროდ გვყავს დატოვებული, ახალი შენობების აშენება, მით უმეტეს ქუთაისში პარლამენტის გადატანა არ არის მნიშვნელოვანი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მისივე თქმით, წყალდიდობის დროს 5 ადამიანი დაიღუპა და ეს მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ბარაკებში ცხოვრობდნენ.
Related Stories