| მსოფლიო ბანკი პაკისტანს 1 მილიარდ დოლარს გამოუყოფს |
|
02/09/2010 13:35 (523 დღე 18:49 minutes ago) | ||||||||||||
|
მსოფლიო ბანკმა ოთხშაბათს მიიღო გადაწყვეტილება წყალდიდობით დაზარალებულ პაკისტანს დახმარება გაუზარდოს, რომელიც საბოლოო ჯამში ერთ მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს.
ამის შესახებ განცხადება ვაშინგტონში მსოფლიო ბანკის პრეზიდენტისა და პაკისტანის ფინანსთა მინისტრის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. როგორც პაკისტანის ხელისუფლება აცხადებს, წყალდიდობით მიყენებული ზარალის რაოდენობა 43 მილიარდ ამერიკულ დოლარს აღწევს. დაზარალდა 17 ათასზე მეტი და დაიღუპა 1600 ადამიანი.
სტატია მომზადებულია რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებგვერდზე.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|












