მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში წლიური ანგარიშით თებერვალში წარდგება

This text is replaced by the Flash movie.

Wednesday, February 8, 2012
News Making Money

„ლარიზაციის“ პროცესი უხმაუროდ სრულდება

ავტორი ქვეყნდება რადიო კომერსანტის მიერ "ეკონომიკური პალიტრის" მიხედვით

06/09/2010 15:40 (519 დღე 15:53 minutes ago)

ფართოდ რეკლამირებული „ლარიზაცია“ უხმაუროდ სრულდება.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

ამის შესახებ „ეკონომიკური პალიტრა“ წერს.


გამოცემის ინფორმაციით, ბანკები მომხმარებელს კრედიტების ლარში აღებას სთავაზობდნენ, მოუწოდებდნენ მათთვის გრძელვადიანი, მათ შორის იპოთეკური სესხებისთვისაც მიემართათ. აგვისტოს მეორე ნახევრიდან კი ბანკებმა, რომლებიც განსაკუთრებით აქტიურობდნენ, მოულოდნელად შეთავაზებაზე ხელი აიღეს და ლარში იპოთეკური სესხების გაცემა შეწყვიტეს.

„საქართველოს ბანკში,“ რომელიც ლარში დაკრედიტებას ყველაზე აქტიურად უწევდა რეკლამას, აცხადებენ, რომ ლარში დაკრედიტება დროებითი აქცია იყო და ის უკვე დასრულდა. ლარში კრედიტებს არც სხვა ბანკები გასცემენ.
ლარში დაკრედიტების კამპანია ეროვნული ბანკის ინიციატივა იყო, რომელსაც დოლარიზაციის შემცირებაზე მუშაობა, თავის მხრივ, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და მსოფლიო ბანკმა ურჩიეს. მათი განმარტებით, ქვეყანაში არსებული მაღალი დოლარიზაცია ეკონომიკისთვის რისკებს ქმნიდა. მაგრამ ბანკის მცდელობებმა შედეგი არ გამოიღო. კომერციულ ბანკებში ანაბრების დიდი ნაწილი ყოველთვის უცხოურ  ვალუტაში, ძირითადად დოლარშია განთავსებული. მოქალაქეებსა და კომერციულ ორგანიზაციებს ეროვნული ვალუტის სტაბილურობის ნაკლებად სჯერათ, ამიტომაც ამჯობინებენ დანაზოგების უცხოურ ვალუტაში შენახვას, განსაკუთრებით 2008 წლის აგვისტოს შემდეგ. ამიტომ დოლარში კონვერტირებული ანაბრების წილი საბანკო სექტორში მუდმივად 70–74%–ის ფარგლებში მერყეობს. 2008 წლის აგვისტოში დოლარიზაციის მაჩვენებელი 60%–მდე დაეცა.

ეროვნული ბანკის მოწოდებამ და რამდენიმე ბანკის აქტიურობამ ხანმოკლე ეფექტი მოიტანა. დოლარიზაციის მაჩვენებელი მცირედით, 2–3%–ით შემცირდა.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი კახა ბენდუქიძე ეროვნული ბანკის ინიციატივას თავიდანვე სკეპტიკურად შეხვდა. იგი დედოლარიზაციასთან დაკავშირებით ბანკის ოპტიმიზმსაც არ იზიარებდა. დღეს ის აცხადებს, რომ ინიციატივის წარუმატებლობა მოსალოდნელი იყო, რადგან ბანკებმა უკვე გასცეს ლარის ის რესურსი, რომელიც ჰქონდათ.

„დოლარის რესურსი ლარში რომ გასცენ, ბანკები სთვის ხელსაყრელი და მომგებიანი არ იქნება. ბანკებს კრედიტების ლარში გაცემის საშუალება რომ მიეცეთ, დეპოზიტების მასობრივად ლარში მოზიდვა უნდა მოხდეს. ეს კი ნაკლებადაა მოსალოდნელი. ბევრ ქვეყანაში ხდება ასე და ამაში მოულოდნელი არაფერია,“ – აცხადებს ბენდუქიძე.

ეროვნულ ბანკში კი ამბობენ, რომ კომერციული ბანკები ს მხრიდან ლარში სესხების შეზღუდვა დროებითი მოვლენაა და სებ–ი განაგრძობს პოლიტიკა ს, რომელსაც ლარის რესურსის გაიაფება და ლარის სესხების ხელმისაწვდომობის ზრდა უნდა მოჰყვეს.

„ბოლო პერიოდში გაიზარდა სამომხმარებლო სესხებზე მოთხოვნა, რომელიც ძირითადად ლარშია დომინირებული და ბანკებმაც ლარის რესურსი ამ სესხებისკენ მიმართეს. ეს უნდა იყოს ბოლო პერიოდში ლარში იპოთეკური სესხების შეზღუდვის მიზეზი. მსესხებლებს ვურჩევთ, განსაკუთრებით იპოთეკური და სხვა გრძელვადიანი სესხების აღებისას, უპირატესობა ლარში დომინირებულ სესხებს მიანიჭონ, თუნდაც პროცენტი მცირედით მაღალი იყოს,“ – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

ვალუტის კურსები დღეს
ეროვნული ბანკი
ვალუტაკურსიცვლილება
1 აშშ დოლარი USD 1.6679 0.0003
1 ევრო EUR 2.1915 0.0140
1 შვეიცარიული ფრანკი CHF 1.8137 0.0091
1 გირვანქა სტერლინგი GBP 2.6371 0.0109
1 თურქული ლირა TRY 0.9503 0.0049
100 რუსული მანეთი RUB 5.5436 0.0257
დაწვრილებით...
This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group