ბიძინა ივანიშვილი: მე უკან დასახევი გზა არ მაქვს

This text is replaced by the Flash movie.

Wednesday, February 8, 2012
News Making Money

ევროპის ცენტრალური ბანკისთვის ამერიკული ეკონომიკა მისაბაძი მაგალითია

07/09/2010 11:47 (519 დღე 06:46 minutes ago)

ევროზონის ეკონომიკა, აშშ–სგან განსხვავებით, საკმარისად მოქნილი არაა.

ADVERTISEMENT
წაიკითხე სმარტფონში

 

ამის შესახებ ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ჟან–კლოდ ტრიშემ ტელეარხ CNBC–სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, იუწყება რადიო კომერსანტი. „უნდა აღვნიშნო იმ მნიშვნელოვანი განსხვავებების შესახებ, რომლებიც ატლანტიკის სხვადასხვა მხარეს არსებულ სახელმწიფოებს შორის ეკონომიკური თვალსაზრისით არსებობს. აშშ–ის ეკონომიკა მოქნილია, და ეს მისი განმასხვავებელი ნიშანია. ჩვენთან კი, როგორც მთლიანად ევროპაში, ისე ევროკავშირსა და ევროზონაში, ეკონომიკა არასაკმარისად მოქნილია,“ – განაცხადა ტრიშემ. მისივე თქმით, სწორედ აღნიშნული პრობლემები უშლის ხელს ევროპის ეკონომიკის ზრდას.

ტრიშეს მოსაზრებითვე, ევროკავშირის მშპ–ს სტაბილური ზრდის უზრუნველყოფა ინფლაციის შეჩერებითაა შესაძლებელი.

ამიტომ ბანკირი გამოვიდა მოწოდებით, დაიწყოს აქტიური მუშაობა, რათა ევროპულმა ეკონომიკამ მეტი მოქნილობა შეიძინოს, რაც მისი ზრდის პოტენციალს გააძლიერებს, რადგან სწორედ მოქნილობის მქონე ეკონომიკებს აქვთ, ფინანსისტის აზრით, განვითარებისა და უმუშევრობის შემცირების შესაძლებლობა.


ევროპის ეკონომიკაში არსებული გაურკვეველი სიტუაციის მიუხედავად, მისი მშპ ზრდის საკმაოდ კარგ ტემპებს აჩვენებს. ევროზონის ეკონომიკა მეორე კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1%–ით გაიზარდა. რამდენიმე დღის წინ კი იგივე ჟან–კლოდ ტრიშემ განაცხადა, რომ 2010 წლის შედეგებით ევროზონის მშპ 1,4–1,8%–ით გაიზრდება.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

ვალუტის კურსები დღეს
ეროვნული ბანკი
ვალუტაკურსიცვლილება
1 აშშ დოლარი USD 1.6679 0.0003
1 ევრო EUR 2.1915 0.0140
1 შვეიცარიული ფრანკი CHF 1.8137 0.0091
1 გირვანქა სტერლინგი GBP 2.6371 0.0109
1 თურქული ლირა TRY 0.9503 0.0049
100 რუსული მანეთი RUB 5.5436 0.0257
დაწვრილებით...
This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »





Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group