| თბილისში ეროვნული ბანკის ახალი საკასო ცენტრი აშენდება |
|
09/09/2010 14:44 (516 დღე 18:18 minutes ago) | ||||||||||||
|
საქართველოს ეროვნული ბანკი ს ინფორმაციით, დღეს საქართველოს ეროვნული ბანკი ს პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ და
დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ ეროვნული ბანკის ახალი საკასო ცენტრის
მშენებლობა გახსნეს.
ევროსტანდარტების შესაბამისი, უსაფრთხოების თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ახალ საკასო ცენტრში დაინერგება ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობებთან დაკავშირებული ოპერაციების აღრიცხვისა და ცენტრალიზებული კონტროლის მაღალტექნოლოგიური პროგრამები. ამავდროულად, დაიხვეწება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ეკონომიკის ფულის ნიშნებით უზრუნველყოფის, მიმოქცევიდან მოძველებული და ყალბი ფულის ამოღების პროცესი, მაქსიმალურად გაუმჯობესდება საკასო ოპერაციებთან დაკავშირებული პერსონა ლის შრომის პირობებიც.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|












