ალტერნატიული აუდიტის ამოქმედების შემდეგ კერძო აუდიტორებზე მოთხოვნა გაიზარდა

This text is replaced by the Flash movie.

Wednesday, May 23, 2012
News Making Money

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 25 საბაზისო პუნქტით ამცირებს

21/07/2011 10:55 (307 დღე 08:42 minutes ago)

national-bank-of-georgia.jpg

საქართველოს ეროვნული ბანკი ს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 20 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით შემცირების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.75 პროცენტს შეადგენს.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

საქართველოს ეროვნული ბანკი ს ინფორმაციით, 2011 წლის ივნისში სამომხმარებლო ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 4 პროცენტით შემცირდა. წლიური ინფლაცია 10 პროცენტს შეადგენს. წლიურ ინფლაციაში კვლავ მაღალია სურსათის წვლილი და 9.1 პროცენტს შეადგენს. ივნისში კიდევ უფრო შემცირდა საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი, სურსათისა და ენერგომატარებლების გამოკლებით საბაზო ინფლაცია 0.3 პროცენტს გაუტოლდა. ასევე დაბალია მომსახურების სექტორის ინფლაცია და 1 პროცენტს შეადგენს.

სამომხმარებლო ფასების ინდექსის შემცირება მოსალოდნელი იყო, თუმცა ბოლო პერიოდის დინამიკა ინფლაციის მოსალოდნელზე უფრო სწრაფად შემცირებაზე მიუთითებს. არსებული პროგნოზებით ინფლაცია მომდევნო წლის დასაწყისში შესაძლოა ჩამოცდეს მიზნობრივ დონეს.

აღნიშნულიდან გამომდინარე მიზანშეწონილია მონეტარული პოლიტიკის შერბილების პოლიტიკის დროულად დაწყება, რათა ინფლაციის მაჩვენებელი საშუალოვადიან პერიოდში შენარჩუნდეს მიზნობრივ დონეზე. განაკვეთის შემცირება პოლიტიკის შერბილებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. იმ შემთხვევაში თუ მომდევნო თვეების განმავლობაში გაგრძელდა ერთობლივი მოთხოვნის შესუსტებით გამოწვეული ინფლაციის შემცირება, ეროვნული ბანკი გააგრძელებს შერბილების პოლიტიკა ს.

ამასთან, კომერციული ბანკები ს გრძელვადიანი დაფინანსების წახალისების მიზნით მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება გრძელვადიანად ნასესხები სახსრებისათვის სარეზერვო ნორმის შემცირების შესახებ. ნარჩენი ვადიანობების მიხედვით ეროვნული ვალუტით 1 წელზე მეტი ვადიანობის და უცხოური ვალუტით 2 წელზე მეტი ვადიანობის ნასესხები სახსრები გათავისუფლებულია სარეზერვო მოთხოვნებისაგან, ხოლო უცხოური ვალუტით 1-დან 2 წლამდე ვადიანობის ნასესხები სახსრებისათვის სარეზერვო ნორმა 5 პროცენტამდე შემცირდა.

ბოლო პერიოდის განმავლობაში ნავთობზე საერთაშორისო ფასი საგრძნობლად შემცირდა. აღსანიშნავია, რომ ივნისის თვეში, რუსეთისა და უკრაინის მხრიდან ხორბლის ექსპორტზე ემბარგოს მოხსნა სავარაუდოდ დადებითად იმოქმედებს საქართველოში პურპროდუქტებზე ფასების შემცირებაზე. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეგზოგენური ფაქტორების გავლენა, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში მაღალი ინფლაციის მაჩვენებელს განაპირობებდა, თანდათან მცირდება. შედეგად მესამე კვარტალში მოსალოდნელია ინფლაციის მაჩვენებლის მკვეთრი შემცირება.

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2011 წლის 17 აგვისტოს გაიმართება.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

ვალუტის კურსები დღეს
ეროვნული ბანკი
ვალუტაკურსიცვლილება
1 აშშ დოლარი USD 1.6312 0.0101
1 ევრო EUR 2.0795 0.0085
1 შვეიცარიული ფრანკი CHF 1.7315 0.0073
1 გირვანქა სტერლინგი GBP 2.5721 0.0072
1 თურქული ლირა TRY 0.8927 0.0062
100 რუსული მანეთი RUB 5.2510 0.0482
დაწვრილებით...
This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

დაზღვევა
სადაზღვევო ბაზარზე ,,ალდაგი ბისიაი'' და ,,პსპ დაზღვევა'' ლიდერობენ

18/05/2012 11:58 (5 დღე 07:39 minutes ago)

insurance_copy.jpg

სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდულმა პრემიამ 2012 წლის პირველ კვარტალში 131 მლნ. ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 53%–ით აღემატება, 2011 წლის პირველ კვარტალში პრემიის მოცულობა 85,6 მლნ. ლარს შეადგენდა.

დაწვრილებით...






Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group