| ბი ჯი კაპიტალი: სებ–მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით შეამცირა |
|
23/07/2011 11:01 (305 დღე 08:40 minutes ago) | ||||||||||||
![]() ოთხშაბათს საქართველოს ეროვნული ბანკი ს (სებ) მონეტარული კომიტეტის სხდომაზე, სებ–მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით შეამცირა 7.75%–მდე.
ვიტალი ვავრიშჩუკი, უფროსი ანალიტიკოსი ბი ჯი კაპიტალში: სებ–მა 2010 წლის მაისის შემდგომ თანდათანობით გაზარდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 5%–დან 8%–მდე, ძირითადად მზარდი ინფლაციის გამო. ივნისის თვეში წლიურმა ინფლაციამ 10%–მდე დაიკლო (მაშინ, როდესაც წლიური ინფლაცია მაისში 14.3%–ს შეადგენდა), ხოლო ეკონომიკურმა ზრდამ მაისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.4% შეადგინა. ჩვენი მოლოდინით, მომავალში განაკვეთის შემცირების ტენდენცია გაგრძელდება, რადგანაც ინფლაცია კლებულობს (სამომხმარებლო ფასების ინდექსის ზრდა 2011 წლის ბოლომდე სავარაუდოდ 1 ციფრიან ნიშნულამდე დაიკლებს და მიმდინარე წლის კარგი მოსავლიანობის გამო სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ფასები ზომიერი იქნება). გამომდინარე აქედან, სებ–ი გადაერთო ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისკენ.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|











