| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
ინტერპრესნიუსის ცნობით, " ლიბერთი ბანკი ს" Sმარტივ ბარათის მფლობელები
დღეიდან თანხის გადარიცხვას და მიღებას სმს-ით და Facebook-ით შეძლებენ.
ახალ მომსახურებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია დღეს ბანკის პრეზიდენტმა ლადო გურგენიძე მ გამართა.
მომსახურების ახალი წესების მიხედვით, სმს-ის თანხის გასაგზავნად საკმარისია კლიენტმა იცოდეს მხოლოდ მიმღების Sმარტივის სახელი, მან უნდა აკრიფოს მიმღების Sმარტივის სახელი, შემდეგ #, შემდეგ თანხა და ისევ #. შეტყობინება იგზავნება ნომერზე 5000 მიუხედავად იმისა, თუ რომელი მობილური ოპერატორის აბონენტია.
თანხის გადარიცხვა უფასოა, ხოლო მიმღები იხდის ჩარიცხული თანხის 1%-ს. სმს-ით გადარიცხული თანხა მომენტალურად აისახება მიმღების Sმარტივ ანგარიშზე. სმს-ით თანხის გადარიცხვის დღიური ლიმიტი 50 ლარია, თანხის გადარიცხვის და მიღების ოპერაციის წარმატებით შესრულებისთანავე კლიენტს მისდის შესაბამისი სმს შეტყობინება.
რაც შეეხება Facebook-ით თანხის გადარიცხვას, Sმარტივის თანხის გაგზავნა შესაძლებელია Facebook-ის ნებისმიერ მეგობართან. Facebook-ით გაგზავნილი თანხა მყისიერად აისახება მიმღების Sმარტივ ანგარიშზე. თანხის გასაგზავნად კლიენტმა უნდა გამოიყენოს Facebook-ის Sმარტივის აპლიკაცია, გადარიცხვის და მიღების ოპერაციის წარმატებით შესრულებისთანავე მას მიუვა სმს შეტყობინება. თანხის გაგზავნა შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც, თუ მიმღებს არ აქვს Sმარტივი. იგი თანხის მიღებას შეძლებს Sმარტივის დარეგისტრირების შემდეგ, ან " ლიბერთი ბანკი ს" ფილიალებსა და სერვის ცენტრებში.
ვებგვერდზე შმარტივის დარეგისტრირება მარტივი პროცესია. Facebook-ის მეგობარს Sმარტივის დარეგისტრირება თანხის მიღებიდან 7 დღის განმავლობაში შეეძლება. Fაცებოოკ-ით თანხის გადარიცხვა უფასოა, ისევე როგორც ინტერნეტბანკის გამოყენებით. თანხის გადარიცხვა შესაძლებელია Sმარტივის პაროლის გარეშე.
გარდა ამისა, ამ მეთოდით გაგზავნისთვის საჭიროა მიმღები იყოს Facebook-ის მეგობარი. Facebook-ის გადარიცხვის დღიური ლიმიტი 100 ლარს შეადგენს და გადარიცხვის ოპერაცია უფასოა, ხოლო მიმღები იხდის ჩარიცხული თანხის ასევე 1%-ს.
ლადო გურგენიძის განცხადებით, საქართველოში უპრეცედენტო სერვისია.
"Sმარტივი ბევრად უფრო მოქნილია, ვიდრე საერთაშორისო საგადამხდელო სისტემები. Sმარტივის მოქნილობა საშუალებას გვაძლევს ბაზარზე დავნერგოთ ინოვაციები", - აღნიშნა ლადო გურგენიძე მ.
Sმარტივი " ლიბერთი ბანკი ს" პლასტიკური ბარათია, რომლითაც შესაძლებელია კომუნალური გადასახადების უფასოდ გადახდა.
Related Stories