შვედეთის სტატისტიკასთან თანამშრომლობის პროექტის შუალედური შეფასება

This text is replaced by the Flash movie.

Wednesday, May 23, 2012
News Making Money

მსოფლიო ბანკმა საქართველოს $40 მილიონი გამოუყო

28/07/2011 10:25 (300 დღე 09:18 minutes ago)

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

მსოფლიო ბანკის თითქმის სამ წლიანი პროგრამა დასრულდა.

 

ბანკმა განვითარების პოლიტიკის პროგრამის ფარგლებში მესამე და უკანასკნელი კრედიტი გამოუყო საქართველოს, რომლის ოდენობაც 40 მილიონი დოლარია. ეს სესხი საქართველოს 25 წლიანი ვადით მიეცა და მისი უკან დაბრუნება ხუთ წელში დაიწყება. მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით,  საქართველოს განვითარების პოლიტიკის ღონისძიების მესამე სერიის უფროს ეკონომისტ ბატონ ფარუდ ხანს ვესაუბრეთ.

შეკითხვაზე, თუ რას წარმოადგენს განვითარების პოლიტიკის ოპერაცია მან განაცხადა:

„განვითარების პოლიტიკის ოპერაცია მსოფლიო ბანკის ერთ-ერთი მექანიზმია, რომელიც პირდაპირი საბიუჯეტო დახმარებით წევრ ქვეყნებს რეფორმების გატარებაში ეხმარება. საქართველოსთვის ამ პროგრამის ფარგლებში 175 მილიონი დოლარი იყო გამოყოფილი და ის 2008 წელს რუსეთთან კონფლიქტისა და გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ დაუმტკიცდა ქვეყანას. მისი ძირითადი დანიშნულება რეფორმების გატარებისთვის აუციელებელი ფინანსური დახმარების აღმოჩენა იყო.“

ბატონმა ხანმა წინა ორი პროგრამაც შეაფასა და განაცხადა, რომ მსოფლიო ბანკის დახმარების შედეგად საქართველომ ეკონომიკური წინსვლა დააჩქარა. ბანკის მიერ გაწეული დახმარების ძირითადი დანიშნულება მდგრადი განვითარების შენარჩუნებაა. ბატონი ხანის თქმით, წინა პროგრამებმა მიზანს მიაღწია და შედეგად, უკანასკნელი ორი წლის მანძილზე ინვესტორები ს ნდობამ საგრძნობლად მოიმატა.

„გაძლიერდა სოციალური უსაფრთხოების ქსელიც, რომელიც დაუცველი და ღარიბი მოსახლეობის დახმარების მიზნითაა შექმნილი. ამჟამად დაახლოებით 440 ათასი ადამიანი იღებს სახელმწიფო დახმარებას. პროგრამის დაწყებამდე - 2008 წლის ბოლოს - ეს რაოდენობა 380 ათასი იყო. გარდა ამისა, დახლოებით 900 ათას ადამიანს ჯანმრთელობის დაზღვევა მიეწოდება. პროგრამის დაწყებამდე ეს რაოდენობა 750 ათასი იყო.“

გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიო ბანკი განვითარების პოლიტიკის პროგრამის თანხას სახელმწიფოს პირდაპირი საბიუჯეტო დახმარების სახით აძლევს, აუცილებელია ადგილზე მექანიზმების არსებობა, რომლებიც თანხების მიზნობრივ დახარჯვას უზრუნველყოფს და ბანკსაც საშუალებას მისცემს მონიტორინგი ჩაუტაროს გამოყოფილი თანხების ასიგნაციას და მსოფლიო ბანკის რეგულაციების დაცვას. შეკითხვაზე, თუ როგორ აწარმოებს ამ სახის მონიტორიგნს ბანკი, ბატონმა ხანმა გვიპასუხა:

„როგორც ავღნიშნე, პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხა პირდაპირ საბიუჯეტო დახმარებას წარმოადგენს. ამის გამო, სახელმწიფო დანახარჯების მართვის სისტემის ადექვატური მოწყობა აუცილებელი პირობაა. ამ კონტექსტში, 2008 წელს შეიქმნა ჯგუფი მსოფლიო ბანკისა და ევროკომისიის შემადგენლობით. ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ საქართველოს საჯარო ფინანსური მართვის მხრივ პროგრესი აღინიშნება. თუმცა, შეფასების შედეგად ასევე გამოირკვა პრიორიტეტული საკითხები, რომლებიც მთავრობის მიერ ფინანსური მართვის მხრივ რეფორმების მორიგი ციკლის განხორციელებას მოითხოვს, რომლებიც 2013 წელს უნდა დამთვრდეს. “

მას შემდეგ, რაც 1992 წელს საქართველო მსოფლიო ბანკის წევრი გახდა, ბანკმა საქართველოს დაახლოებით 1.5 მილიარდი დოლარი გამოუყო, 50  პროექტის განსახორციელებლად. მსოფლიო ბანკის დახმარების 62% საინვესტიციო პროექტებში იხარჯება, ხოლო დარჩენილი 38% კი პირდაპირი საბიუჯეტო დახმარებაა.

2009 წელს საქართველოს მთლიან ეროვნულ პროდუქტს უარყოფითი ზრდა დაახლოებით  -4 % ჰქონდა. 2010 წელს ეკონომიკა 6.4 პროცენტით გაიზარდა და 2011 წლისთვის პროგნოზი 5.5 პროცენტია.

ბატონი ხანის განცხადებით, საქართველოს მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობა ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითად აისახება, თუმცა, ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები, რომლებზეც ქვეყნის ხელისუფლებამ მომდევნო 2 წლის განმავლობაში უწყვეტად უნდა იმუშაოს:

„სამომავლო სირთულე მომდევნო რამდენიმე წლის მანძილზე ის არის, რომ ქვეყანამ ეკონომიკური განვითარების მაჩევნებლის შენარჩუნება შეძლოს. ამასთან ერთად, სახელმწიფომ უნდა დაძლიოს დაპაქმების საკითხი და დააკმაყოფილოს სოციალურად დაუცველი ფენისა და ღარიბი ადამიანების მოთხოვნები.“

 

სტატია მომზადებულია ამერიკის ხმის ქართული რედაქციის მიერ. პირველად გამოქვეყნდა ამერიკის ხმის ვებ გვერდზე.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

ვალუტის კურსები დღეს
ეროვნული ბანკი
ვალუტაკურსიცვლილება
1 აშშ დოლარი USD 1.6312 0.0101
1 ევრო EUR 2.0795 0.0085
1 შვეიცარიული ფრანკი CHF 1.7315 0.0073
1 გირვანქა სტერლინგი GBP 2.5721 0.0072
1 თურქული ლირა TRY 0.8927 0.0062
100 რუსული მანეთი RUB 5.2510 0.0482
დაწვრილებით...
This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

დაზღვევა
სადაზღვევო ბაზარზე ,,ალდაგი ბისიაი'' და ,,პსპ დაზღვევა'' ლიდერობენ

18/05/2012 11:58 (5 დღე 07:45 minutes ago)

insurance_copy.jpg

სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდულმა პრემიამ 2012 წლის პირველ კვარტალში 131 მლნ. ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 53%–ით აღემატება, 2011 წლის პირველ კვარტალში პრემიის მოცულობა 85,6 მლნ. ლარს შეადგენდა.

დაწვრილებით...






Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group