
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 0.5%-ით, 5%-მდე შეამცირა.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
"2008 წლის ომისა და მსოფლიო ფინანსური კრიზისის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა ზრდას განაგრძობს. გამომდინარე იქიდან, რომ დონორების მიერ გამოყოფილი მნიშვნელოვანი დახმარების პაკეტი დასასრულს უახლოვდება, ქვეყნის ხელისუფლება თავის ძალისხმევას უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად და ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სექტორის განსავითარებლად მიმართავს", - ნათქვამია ევრობანკის მოხსენებაში.
პირWელის ცნობით, ამასთან, როგორც ბანკის მოხსენებაშია აღნიშნული, " ბიზნესი სთვის ხელსაყრელი გარემოს შესაქმენლად და ინვესტორები ს თვალში ნდობის ასამაღლებლად საქართველოს მთავრობამ ფინანსური კანონი მიიღო, რომელიც საბიუჯეტო დეფიციტისა და სახელმწიფო ვალის ზღვარს განსაზღვრავს და საგადასახადო სისტემის პროგნოზირებადობას აძლიერებს".
რაც შეეხება 2012 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, ევრობანკი მომავალ წელს საქართველოში 4%-იან ზრდას პროგნოზირებს.
ცნობისთვის, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მიმდინარე წელს ეკონომიკის 5.5%-იან ზრდას, ხოლო 2012 წელს კი 4.8%-იან ზრდას პროგნოზირებს.
Related Stories