| საქართველოს ეროვნული ბანკი: დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ |
|
29/07/2011 15:07 (299 დღე 04:40 minutes ago) | ||||||||||||
![]() საბანკო სექტორში განთავსებული მთლიანი დეპოზიტების (სამეწარმეო და შინამეურნეობების სექტორების მიმდინარე ანგარიშებისა და ვადიანი დეპოზიტების, აგრეთვე გადასახდელი პროცენტების ჩათვლით) მოცულობამ 2011 წლის პირველი ივლისისათვის 5.0 მლრდ ლარს გადააჭარბა, რაც 123.5 მლნ ლარით ანუ 2.5 პროცენტით მეტია მიმდინარე წლის პირველი ივნისისათვის არსებულ მაჩვენებელზე.
საქართველოს ეროვნული ბანკი ს ინფორმაციით, ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა სამეწარმეო და შინამეურნეობების სექტორების მიმდინარე ანგარიშების ზრდას 33.0 მლნ ლარით ანუ 1.8 პროცენტით და ვადიანი დეპოზიტების ზრდას 88.9 მლნ ლარით ანუ 3.0 პროცენტით.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|











