საატესტატო გამოცდები გრძელდება

This text is replaced by the Flash movie.

Wednesday, May 23, 2012
News Making Money

საქართველოს ეროვნული ბანკი: საქართველოს საგადასახდელო ბალანსი (2011 წელი, II კვარტალი)

01/10/2011 10:33 (235 დღე 09:20 minutes ago)

2011 წლის II კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 467.5 მლნ აშშ დოლარი (778.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტალთან შედარებით 30.1 პროცენტით მეტია.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

საქართველოს ეროვნული ბანკი ს ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში, წინა კვარტალთან შედარებით, საქონლის ექსპორტი 174.6 მლნ აშშ დოლარით, ხოლო იმპორტი 222.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რის შედეგადაც საქონლით ვაჭრობის ბალანსის დეფიციტი გაიზარდა და 733.9 მლნ აშშ დოლარი (1.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც  7.0 პროცენტით მეტია წინა კვარტალთან და 14.3 პროცენტით მეტი 2010 წლის II კვარტალთან შედარებით.

მომსახურების ბალანსი დადებითია და 2011 წლის II კვარტალში 147.4 მლნ აშშ დოლარს (245.4 მლნ ლარს) შეადგენს. აქედან, მომსახურების ექსპორტი 462.1 მლნ აშშ დოლარია (769.6 მლნ ლარი), რაც 17.0 პროცენტით მეტი წინა კვარტალთან და 30.4 პროცენტით მეტი 2010 წლის ანალოგიურ კვარტალთან შდარებით, ხოლო მომსახურების იმპორტი – 314.7 მლნ აშშ დოლარი (524.2 მლნ ლარი), 26.0 პროცენტით მეტია წინა კვარტალთან და 19.6 პროცენტით მეტი 2010 წლის ანალოგიურ პერიოდთან შდარებით.

მომსახურებით ვაჭრობიდან ყველაზე მაღალი დადებითი ბალანსით ტურისტული მომსახურება ხასიათდება (162.3 მლნ აშშ დოლარი ანუ 270.3 მლნ ლარი), რომელიც 2011 წლის II კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით 33.3 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით - 90.1 პროცენტით. მეორე დადებითი კომპონენტია სატრანსპორტო მომსახურება (24.4 მლნ აშშ დოლარი ანუ 40.6 მლნ ლარი), რომლის ექსპორტი წინა კვარტალთან შედარებით გაიზარდა 6.9 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.6 პროცენტით. სატრანსპორტო მომსახურების იმპორტი წინა კვარტალთან შედარებით 23.9 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა 27.0 პროცენტია.

შემოსავლის ბალანსი 2011 წლის II კვარტალში უარყოფითი იყო და 162.9 მლნ აშშ დოლარი (271.2 მლნ ლარი) შეადგინა. შემოსავლის კრედიტი 124.9 მლნ აშშ დოლარია (208.1 მლნ ლარი), 16.4 პროცენტით მეტი წინა კვარტალის და 24.2 პროცენტით მეტი 2010 წლის II კვარტალის მაჩვენებელზე. შემოსავლის დებეტმა 287.8 მლნ აშშ დოლარი (479.3 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 38.7 პროცენტითა და 88.4 პროცენტით მეტია, შესაბამისად, წინა კვარტალთან და  გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

მიმდინარე ტრანსფერების მოცულობა 2011 წლის II კვარტალში მიმდინარე ანგარიშის ყველაზე მაღალი დადებითი კომპონენტია და 282.0 მლნ აშშ დოლარს (469.6 მლნ ლარს) შეადგენს, რაც წინა კვარტალთან შედარებით 0.1 პროცენტით მეტია, ხოლო წინა წლის შესაბამის პერი¬ოდთან შედარებით 22.1 პროცენტით მეტი. აქედან, 302.0 მლნ აშშ დოლარი (503.0 მლნ ლარი) მიღებული, ხოლო 20.1 მლნ აშშ დოლარი (33.4 მლნ ლარი) გაცემული ტრანსფერებია. 2011 წლის II კვარტალში სამთავრობო სექტორის წმინდა ტრანსფერები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 77.7 პროცენტით გაიზარდა, ხოლო სხვა სექტორებისა - 16.7 პროცენტით.

კაპიტალური ტრანსფერების წმინდა შემოდინება 2011 წლის II კვარტალში 46.7 მლნ აშშ დოლარს (77.7 მლნ ლარს) შეადგენდა და წინა კვარტალთან შედარებით 15.1 პროცენტით ნაკლებია, ხოლო 2010 წლის II კვარტალთან შედარებით 12.2 პროცენტით მეტია. მათში სამთავრობო სექტორის კაპიტალური ტრანსფერები საანგარიშო პერიოდში 42.2 მლნ აშშ დოლარი (70.3 მლნ ლარი) იყო, 15.5 პროცენტით ნაკლები წინა კვარტალთან და 18.7 პროცენტით მეტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2011 წლის II კვარტალში 262.8 მლნ აშშ დოლარს (437.7 მლნ ლარს) შეადგენს. ამავდროულად, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მოცემულ პერიოდში 263.9 მლნ აშშ დოლარს (439.5 მლნ ლარს) გაუტოლდა, რაც  51.9 პროცენტით მეტია წინა კვარტალთან და 26.7 პროცენტით მეტი 2010 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიდან ინვესტიცია სააქციო კაპიტალში შეადგენდა 149.1 მლნ აშშ დოლარს (248.2 მლნ ლარს, რეინვესტირებული შემოსავალი - 111.7 მლნ აშშ დოლარს
(186.1 მლნ ლარს), ხოლო სხვა კაპიტალი - 3.1 მლნ აშშ დოლარს (5.2 მლნ ლარს).

სხვა ინვესტიციების დადებითმა სალდომ საანგარიშო პერიოდში 141.1 მლნ აშშ დოლარი (235.0 მლნ ლარი) შეადგინა და წინა კვარტალთან შედარებით 71.8 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  64.0 პროცენტით გაიზარდა. სხვა ინვესტიციების აქტივები საანგარიშო პერიოდის განმავლობაში 139.0 მლნ აშშ დოლარით (231.5 მლნ ლარით) შემცირდა, ხოლო ვალდებულებები - 2.1 მლნ აშშ დოლარით (3.5 მლნ ლარით) გაიზარდა.

სარეზერვო აქტივები 2011 წლის II კვარტალში ოპერაციული ცვლილებით 16.2 მლნ აშშ დოლარით (27.0 მლნ ლარით) გაიზარდა.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

ვალუტის კურსები დღეს
ეროვნული ბანკი
ვალუტაკურსიცვლილება
1 აშშ დოლარი USD 1.6312 0.0101
1 ევრო EUR 2.0795 0.0085
1 შვეიცარიული ფრანკი CHF 1.7315 0.0073
1 გირვანქა სტერლინგი GBP 2.5721 0.0072
1 თურქული ლირა TRY 0.8927 0.0062
100 რუსული მანეთი RUB 5.2510 0.0482
დაწვრილებით...
This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

დაზღვევა
სადაზღვევო ბაზარზე ,,ალდაგი ბისიაი'' და ,,პსპ დაზღვევა'' ლიდერობენ

18/05/2012 11:58 (5 დღე 07:55 minutes ago)

insurance_copy.jpg

სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდულმა პრემიამ 2012 წლის პირველ კვარტალში 131 მლნ. ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 53%–ით აღემატება, 2011 წლის პირველ კვარტალში პრემიის მოცულობა 85,6 მლნ. ლარს შეადგენდა.

დაწვრილებით...






Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group