"Front Page Magazine": "რუსეთი სააკაშვილის დასამხობად მატჩ-რევანშისთვის ემზადება"

This text is replaced by the Flash movie.

Wednesday, May 23, 2012
News Making Money

საქართველოს ეროვნული ბანკი: საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი

01/10/2011 10:34 (235 დღე 09:20 minutes ago)

foreign_debt.jpg

მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსთან.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

იგი მოიცავს სახელმწიფო (სამთავრობო სექტორი და ეროვნული ბანკი) და კერძო სექტორის (საბანკო და სხვა სექტორები) საგარეო ვალს.

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 2011 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 10497.2 მლნ აშშ დოლარი (17493.6 მლნ ლარი) შეადგინა. აქედან, 3580.6 მლნ აშშ დოლარი (5967.0 მლნ ლარი) იყო სამთავრობო სექტორის ვალი (34.1%), 896.4 მლნ აშშ დოლარი (8.5%) (1493.9 მლნ ლარი) – ეროვნული ბანკის, 1821.2 მლნ აშშ დოლარი (17.3%) (3035.0 მლნ ლარი) – საბანკო სექტორის, 1760.5 მლნ აშშ დოლარი (16.8%) (2933.8 მლნ ლარი)  – სხვა სექტორებისა და 2438.5 მლნ აშშ დოლარი (23.2%) (4063.8 მლნ ლარი)  – კომპანიათაშორისი ვალი. მთლიანი საგარეო ვალის 95.1 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

2011 წლის მეორე კვარტალში, პირველ კვარტალთან შედარებით, საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 178.7 მლნ აშშ დოლარით (297.7 მლნ ლარით) გაიზარდა, აქედან ოპერაციულ ცვლილებებზე მოდის 110.1 მლნ აშშ დოლარი (183.4 მლნ ლარი), საკურსო ცვლილებებზე - 65.7 მლნ აშშ დოლარი (109.4 მლნ ლარი), ხოლო ფასის და სხვა ცვლილებზე - 2.9 მლნ აშშ დოლარი (4.9 მლნ ლარი).

სამთავრობო სექტორის უცხოური ვალდებულებები საანგარიშო პერიოდში 91.4 მლნ აშშ დოლარით (152.2 მლნ ლარით) გაიზარდა. აქედან, ოპერაციულ ცვლილებების შედეგად ზრდა 39,6 მლნ აშშ დოლარს (65.9 მლნ ლარს) შეადგენს, ხოლო საკურსო ცვლილებით ზრდა კი 28.5 მლნ აშშ დოლარს (47.5 მლნ ლარს).
საანგარიშო პერიოდში საქართველოს ეროვნული ბანკი ს საგარეო ვალი 4,9 მლნ აშშ დოლარით (8.2 მლნ ლარით) გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილების შედეგად გვქონდა ეროვნული ბანკის ვალდებულებების 3,5 მლნ აშშ დოლარით (5.9 მლნ ლარით) შემცირება და საკურსო ცვლილების შედეგად 8,4 მლნ აშშ დოლარით (14.0 მლნ ლარით) ზრდა.

საბანკო სექტორის უცხოური ვალდებულებები 37.8 მლნ აშშ დოლარით (62.9 მლნ ლარით) გაიზარდა, რაც გამოწვეულია ბანკები ს მოკლევადიანი ვალდებულებების 90.4 მლნ აშშ დოლარით (150.5 მლნ ლარით) ზრდითა და გრძელვადიანი საგარეო ვალდებულებების 52.6 მლნ აშშ დოლარით (87.6 მლნ ლარით) შემცირებით. საბანკო სექტორის გაზრდილი ვალდებულებების 87.8 პროცენტი, რაც 33.2 მლნ აშშ დოლარს (55.3 მლნ ლარს) შეადგენს, ოპერაციულ ცვლილებებზე მოდის, ხოლო საკურსო ცვლილებების შედეგად ბანკები ს საგარეო ვალდებულებები 4.6 მლნ აშშ დოლარით (7.6 მლნ ლარით) გაიზარდა.

22.4 მლნ აშშ დოლარით (37.3 მლნ ლარით) გაიზარდა სხვა სექტორების საგარეო ვალდებულებები. აქედან 16.7 მლნ აშშ დოლარი (27.9 მლნ ლარი), რაც სხვა სექტორების გაზრდილი ვალდებულებების 74.8 პროცენტს შეადგენს, არასაფინანსო კორპორაციების საგარეო ვალდებულებებზე მოდის. სხვა სექტორების საგარეო ვალი, ოპერაციული ცვლილების შედეგად,12.4 მლნ. აშშ დოლარით (20.7 მლნ ლარი) შემცირდა, ხოლო ფასის, საკურსო და სხვა ცვლილებების შედეგად, შესაბამისად, 8.8 მლნ აშშ დოლარით (14.7 მლნ ლარით), 13.8 მლნ აშშ დოლარით (23.0 მლნ ლარით) და 12.2 მლნ აშშ დოლარით (20.3 მლნ ლარით) გაიზარდა. 

საანგარიშო პერიოდში უცხოური კომპანიათაშორისი სესხები 22.2  მლნ აშშ დოლარით (37.1 მლნ ლარით) გაიზარდა. ოპერაციული ცვლილების შედეგად კომპანიათაშორის სესხები 53.3 მლნ აშშ დოლარით (88.8 მლნ ლარით) და საკურსო ცვლილებების შედეგად 10.3 მლნ აშშ დოლარით (17.2 მლნ ლარით) გაიზარდა, ხოლო  სხვა ცვლილებების შედეგად 41.4 მლნ აშშ დოლარით (68.9 მლნ ლარით) შემცირდა.

საგარეო ვალდებულებების ზრდა დაფიქსირდა ძირითადად უცხოური ვალუტით. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში უცხოური ვალუტით დენომინირებული საგარეო ვალდებულებების მოცულობა 167.8 მლნ აშშ დოლარით (279.4 მლნ ლარით) გაიზარდა და პერიოდის ბოლოსათვის 9987,0 მლნ აშშ დოლარი (16643.3 მლნ ლარი) შეადგინა. ეროვნული ვალუტით დენომინირებული საგარეო ვალი 11.0 მლნ აშშ დოლარიანი (18.3 მლნ ლარიანი) მატებით 510.2 მლნ აშშ დოლარს (850.3 მლნ ლარს) გაუტოლდა.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

ვალუტის კურსები დღეს
ეროვნული ბანკი
ვალუტაკურსიცვლილება
1 აშშ დოლარი USD 1.6312 0.0101
1 ევრო EUR 2.0795 0.0085
1 შვეიცარიული ფრანკი CHF 1.7315 0.0073
1 გირვანქა სტერლინგი GBP 2.5721 0.0072
1 თურქული ლირა TRY 0.8927 0.0062
100 რუსული მანეთი RUB 5.2510 0.0482
დაწვრილებით...
This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

დაზღვევა
სადაზღვევო ბაზარზე ,,ალდაგი ბისიაი'' და ,,პსპ დაზღვევა'' ლიდერობენ

18/05/2012 11:58 (5 დღე 07:56 minutes ago)

insurance_copy.jpg

სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდულმა პრემიამ 2012 წლის პირველ კვარტალში 131 მლნ. ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 53%–ით აღემატება, 2011 წლის პირველ კვარტალში პრემიის მოცულობა 85,6 მლნ. ლარს შეადგენდა.

დაწვრილებით...






Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group