IPO-ს ჩავარდნის გამო მარკ ცუკერბერგს უჩივიან

This text is replaced by the Flash movie.

Wednesday, May 23, 2012
News Making Money

ეროვნულ ბანკში სერთიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართა

03/10/2011 16:50 (233 დღე 03:07 minutes ago)

national-bank-of-georgia.jpg

დღეს, საქართველოს ეროვნულ ბანკში, რისკის მართვის სფეროში განათლებისა და სერტიფიცირების პროგრამის პირველი ფაზის დასრულებასთან დაკავშირებით, სერთიფიკატების გადაცემის ცერემონია გაიმართა.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

საქართველოს ბანკი ს ინფორმაციით, რისკის მართვის სფეროში განათლებისა და სერტიფიცირების პროგრამა პირველად საქართველოში 2011 წლის ივნისში დაიწყო საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა (IFC) და რისკის საკითხებში პროფესიონალთა მსოფლიო ასოციაციის (Global Association of Risk Professionals - GARP) თანამშრომლობით.

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საფინანსო სექტორის თანამშრომლებს აიმაღლონ ცოდნა რისკის მართვის სფეროში. პროგრამა ხორციელდება რისკის საკითხებში პროფესიონალთა მსოფლიო ასოციაციასთან (Global Association of Risk Professionals - GARP) თანამშრომლობით, რომელიც მსოფლიო ში ფინანსური რისკების სატესტო და სასერტიფიკაციო პროგრამების, საგანმანათლებლო ღონისძიებებისა და ტრენინგების სფეროს ლიდერადაა აღიარებული.

რისკის მართვის სფეროში განათლებისა და სერტიფიცირების პროგრამის პირველი ფაზა ითვალისწინებდა ადგილობრივ პარტნიორთა ტრენინგს, რომლებსაც დღეს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

სათანადო ცოდნით აღჭურვის შემდეგ, სერტიფიცირებული ადგილობრივი პარტნიორები პროგრამის მეორე ფაზის ფარგლებში ტრენინგებს ჩაუტარებენ ბანკები სა და საფინანსო ინსტიტუტების თანამშრომლებს, რაც ხელს შეუწყობს ბანკები სა და საფინანსო ინსტიტუტების გაძლიერებას, რათა მათ ეფექტურად მოახერხონ თავის დაცვა მომავალში შესაძლო ფინანსური კრიზისის დროს.

საქართველოს ეროვნული ბანკი დაინტერესებულია კომერციულ ბანკებში მაღალი იყოს რისკის ეფექტური მართვის მეთოდების ცოდნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ეროვნული ბანკის რეფორმა, რაც რისკებზე ორიენტირებული ზედამხედველობის თანდათანობით დანერგვაში გამოიხატება. ამ მხრივ მნიშვნელოვანია, რომ ტრეინინგში ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობის წარმომადგენლებიც არიან ჩართულნი. ამდენად, სებ-სათვის აღნიშნული პროგრამის ეფექტიანი განხორციელება, განსაკუთრებით მომდევნო, უფრო რთული ეტაპების გათვალისწინებით, მაღალ პრიორიტეტს წარმოადგენს“, - განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ოთარ ნადარაიამ.

აღნიშნული ტრენინგები ტარდება ევროპასა და ცენტრალურ აზიაში IFC-ის ფინანსური კრიზისის დაძლევის პროგრამის ფარგლებში, რომელმაც მუშაობა 2009 წელს დაიწყო ავსტრიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობით.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

ვალუტის კურსები დღეს
ეროვნული ბანკი
ვალუტაკურსიცვლილება
1 აშშ დოლარი USD 1.6312 0.0101
1 ევრო EUR 2.0795 0.0085
1 შვეიცარიული ფრანკი CHF 1.7315 0.0073
1 გირვანქა სტერლინგი GBP 2.5721 0.0072
1 თურქული ლირა TRY 0.8927 0.0062
100 რუსული მანეთი RUB 5.2510 0.0482
დაწვრილებით...
This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

დაზღვევა
სადაზღვევო ბაზარზე ,,ალდაგი ბისიაი'' და ,,პსპ დაზღვევა'' ლიდერობენ

18/05/2012 11:58 (5 დღე 07:59 minutes ago)

insurance_copy.jpg

სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდულმა პრემიამ 2012 წლის პირველ კვარტალში 131 მლნ. ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 53%–ით აღემატება, 2011 წლის პირველ კვარტალში პრემიის მოცულობა 85,6 მლნ. ლარს შეადგენდა.

დაწვრილებით...






Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group