ივანიშვილი მზად არის, საქართველოს პრეზიდენტს სატელევიზიო დებატებში დაუპირისპირდეს

This text is replaced by the Flash movie.

Wednesday, May 23, 2012
News Making Money

IFC-ის სესხი საქართველოში სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს

06/10/2011 15:38 (230 დღე 04:22 minutes ago)

ifc-loan-creates-job-opportunities-in-georgia.jpg

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC),  მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრმა, ხელი მოაწერა 1,5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის საკრედიტო ხელშეკრულებას ქართული ღვინის მწარმოებელთან და ექსპორტიორთან თბილღვინოსთან, რაც უზრუნველყოფს სოფლად მცირე ფერმერებისთვის სამუშაო ადგილების შექმნას.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

სესხი ნაწილია კომპანიის 3 მილიონიანი საინვესტიციო პროგრამისა, რომელიც მიზნად ისახავს წარმოების გაფართოებას,  პროდუქციის ხარისხისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების ამაღლებას  და კომპანიის კონკურენტუნარიანობის გაზრდას. იგი ასევე ხელს შეუწყობს საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებას და გაზრდის ექსპორტის პოტენციალს.

`თბილღვინოს ახალი საინვესტიციო პროგრამის განხორციელება დაეხმარება ჩვენს კომპანიას შემდგომი განვითარების ეტაპებზე,” განაცხადა თბილღვინოს აღმასრულებელმა დირექტორმა ზურაბ მარგველაშვილმა. `IFC-ის ინვესტიაცია მნიშვნელოვანია ჩვენი გეგმების განხორციელებისათვის. კერძოდ კი, მისი დახმარებით ჩვენ შევძლებთ  გავაფართოვოთ ჩვენი საექსპორტო გაყიდვების არეალი. ასევე ვგეგმავთ საწარმოო სიმძლავრეების გაზრდას, მუდმივად მზარდი  მოთხოვნების პირობებში. გარდა ამისა,  აღნიშნული ინვესტიცია დადებით შედეგებს მოიტანს ხარისხის კონტროლისა და მართვის კუთხით.”

IFC-ის მხარდაჭერის შედეგად, ღვინის მწარმოებელი კომპანია კახეთის რეგიონში მოაწყობს ყურძნის პირველადი გადამუშავების საწარმოს, რითაც ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას სოფლად. IFC-ის პირველი ინვესტიცია საქართველოს ღვინის სექტორში ასევე ხელს შეუწყობს კახეთის რეგიონში ფერმერთა შემოსავლების ზრდას.

`სოფლის მეურნეობა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სექტორია ეკონომიკური ზრდისა და სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით, რამდენადაც მოსახლეობის ნახევარზე მეტი სწორედ ამ სექტორშია დასაქმებული” განაცხადა IFC-ის ვიცე-პრეზიდენტმა აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში, ცენტრალურ აზიაში, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში დიმიტრის ციცირაგოსმა. `ამ ინვესტიციით ჩვენ მიზნად ვისახავთ მხარი დავუჭიროთ საქართველოს, ქვეყანას, რომელსაც ღვინის წარმოების დიდი ისტორია აქვს, გაზარდოს თავისი ტრადიციული საექსპორტო პროდუქციის მოცულობა და ამ სფეროში თავისი კონკურენტული უპირატესობის რეალიზება მოახდინოს.”

2011 წლის სექტემბერში თბილღვინომ ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა ჩინეთის ღვინის  კონკურსზე, რომელიც ჩატარდა ჰონგ კონგში. მსოფლიო ში ცნობილმა  ღვინის ექსპერტებმა, ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში 40 წევრი შედიოდა, 700-ზე მეტი ღვინო შეაფასა. თბილღვინოს მიერ წარდგენილმა ოთხივე ღვინომ ჟიურის უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.

IFc-ის ინვესტიციებმა საქართველოში თითქმის 550 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა სხვადასხვა სექტორის 39 პროექტში. გარდა ამისა, IFC თავისი საკონსულტაციო პროექტის ფარგლებში მუშაობს საქართველოს საგადასახადო სისტემის რეფორმირების მიმართულებით, რაც მცირე ბიზნესი ს განვითარებას შეუწყობს ხელს. IFC საკონსულტაციო პროექტების მეშვეობით კომპანიებს ასევე სურსათის უვნებლობის სტანდარტების ამაღლებაში ეხმარება და ასევე, მუშაობს ბანკებთან მათი რისკის მართვის პრაქტიკის განმტკიცების მიზნით. საქართველო IFC-ის წევრი 1995 წელს გახდა.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

ვალუტის კურსები დღეს
ეროვნული ბანკი
ვალუტაკურსიცვლილება
1 აშშ დოლარი USD 1.6312 0.0101
1 ევრო EUR 2.0795 0.0085
1 შვეიცარიული ფრანკი CHF 1.7315 0.0073
1 გირვანქა სტერლინგი GBP 2.5721 0.0072
1 თურქული ლირა TRY 0.8927 0.0062
100 რუსული მანეთი RUB 5.2510 0.0482
დაწვრილებით...
This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

დაზღვევა
სადაზღვევო ბაზარზე ,,ალდაგი ბისიაი'' და ,,პსპ დაზღვევა'' ლიდერობენ

18/05/2012 11:58 (5 დღე 08:02 minutes ago)

insurance_copy.jpg

სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდულმა პრემიამ 2012 წლის პირველ კვარტალში 131 მლნ. ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 53%–ით აღემატება, 2011 წლის პირველ კვარტალში პრემიის მოცულობა 85,6 მლნ. ლარს შეადგენდა.

დაწვრილებით...






Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group