საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელდება

This text is replaced by the Flash movie.

Wednesday, May 23, 2012
News Making Money

IFC-ის სავაჭრო დაფინანსების გარანტია თიბისი ბანკისთვის

06/10/2011 16:10 (230 დღე 03:51 minutes ago)

ifc-guarantee-helps-tbc-bank-support-foreign-trade-in-georgia.jpg

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

 საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC),  მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, თიბისი ბანკს 10 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის სავაჭრო დაფინანსების საგარანტიო ხაზს გაუხსნის, რაც დაეხმარება ბანკს დააფინანსოს ადგილობრივი კომპანიების საგარეო სავაჭრო ოპერაციები და ხელი შეუწყოს ვაჭრობის განვითარებას საქართველოში.

 

თიბისი ბანკი IFC-ის გლობალური ვაჭრობის დაფინანსების პროგრამას შეუერთდება, რაც მას საშუალებას მისცემს კლიენტებს შესთავაზოს იმპორტისა და ექსპორტის გრძელვადიანი დაფინანსება  გაუმჯობესებული პირობებით. ეს პროგრამა  ბანკს დააკავშირებს მსოფლიო ს დაახლოებით 85 ქვეყნის 300-ზე მეტ ბანკთან.

`IFC-სთან თანამშრომლობის შედეგად თიბისი ბანკი მიიღებს მნიშვნელოვან გარანტიებს საერთაშორისო ვაჭრობის მხარდასაჭერად საქართველოში,” განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძე მ. `IFC-ს ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში თიბისი ბანკს საშუალება ექნება დააფინანსოს ადგილობრივი კომპანიები, რომ მათ მომავალში უფრო გააფართოვონ ქვეყანაში ექსპორტისა და იმპორტის ტრანზაქციები და შეაღწიონ საერთაშორისო ბაზრებზე.”

IFC-ისა და თიბისი ბანკს ხანგრძლივი ბიზნეს პარტნიორობა აკავშირებთ, რომელიც 1998 წელს დაიწყო. IFC თიბისი ბანკის ერთ-ერთი აქციონერია. როგორც ერთ-ერთი წამყვანი ბანკი საქართველოში, თიბისი საქართველოს ეკონომიკაში ფინანსური შუამავლის ფუნქციას ასრულებს და მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საფინანსო სექტორში.

`იმ მნიშვნელოვანი მხარდაჭერის შემდეგ, რაც რთულ ეკონომიკურ პირობებში საქართველოს საბანკო სექტორს გავუწიეთ, კვლავ განვაგრძობთ ამ სექტორის ხელშეწყობას სხვადასხვა ინიციატივების მეშვეობით, მათ შორის გლობალური ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში,” განაცხადა IFC-ის ვიცე პრეზიდენტმა რაშად კალდანიმ.  `ამ ხელშეკრულების ხელმოწერა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია IFC-ისა და თიბისი Bბანკის ხანგრძლივი და წარმატებული თანამშრომლობის გზაზე.”

2005 წქლს IFC-ის გლობალური ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის დაარსებიდან დღემდე ამ პროგრამის ფარგლებში 10 000-ზე მეტი გარანტია გაიცა განვითარებად ბაზრებზე 17 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის სავაჭრო ოპერაციების დასაფინანსებლად.

IFC-ის ინვესტიციებმა საქართველოში თითქმის 550 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა სხვადასხვა სექტორის 39 პროექტში. გარდა ამისა, IFC თავისი საკონსულტაციო პროექტის ფარგლებში მუშაობს საქართველოს საგადასახადო სისტემის რეფორმირების მიმართულებით, რაც მცირე ბიზნესი ს განვითარებას შეუწყობს ხელს. IFC საკონსულტაციო პროექტების მეშვეობით კომპანიებს სურსათის უვნებლობის სტანდარტების ამაღლებაში ეხმარება და ასევე, მუშაობს ბანკებთან მათი რისკის მართვის პრაქტიკის განმტკიცების მიზნით. საქართველო IFC-ის წევრი 1995 წელს გახდა.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

ვალუტის კურსები დღეს
ეროვნული ბანკი
ვალუტაკურსიცვლილება
1 აშშ დოლარი USD 1.6312 0.0101
1 ევრო EUR 2.0795 0.0085
1 შვეიცარიული ფრანკი CHF 1.7315 0.0073
1 გირვანქა სტერლინგი GBP 2.5721 0.0072
1 თურქული ლირა TRY 0.8927 0.0062
100 რუსული მანეთი RUB 5.2510 0.0482
დაწვრილებით...
This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

დაზღვევა
სადაზღვევო ბაზარზე ,,ალდაგი ბისიაი'' და ,,პსპ დაზღვევა'' ლიდერობენ

18/05/2012 11:58 (5 დღე 08:03 minutes ago)

insurance_copy.jpg

სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდულმა პრემიამ 2012 წლის პირველ კვარტალში 131 მლნ. ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 53%–ით აღემატება, 2011 წლის პირველ კვარტალში პრემიის მოცულობა 85,6 მლნ. ლარს შეადგენდა.

დაწვრილებით...






Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group