| "საქართველოს ბანკი" თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ”პრაიმ კლასის” გამგზავრების დარბაზს მოაწყობს |
|
18/10/2011 14:04 (218 დღე 06:06 minutes ago) | ||||||||||||
![]() "საქართველოს ბანკი" თბილისის საერთაშორისო აეროპორტში "პრაიმ კლასის" გამგზავრების დარბაზს მოაწყობს და საკუთარ კლიენტებს პრივილეგირებულ მომსახურებას შესთავაზებს.
ინტერპრესნიუსის ცნობით, დღეს სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" "საქართველოს ბანკმა" "ტაო ოპერეიშენ სერვისთან" შესაბამისი ხელშეკრულება გააფორმა. ხელშეკრულების ფარგლებში "საქართველოს ბანკს" ასევე, ექნება შესაძლებლობა, შესთავაზოს კორპორატიულ და სოლო კლიენტებს პრივილეგირებული მომსახურება "პრაიმ კლასის" დარბაზში. ბანკი საკუთარი შეხედულებისამებრ გადასცემს კლიენტებს " საქართველოს ბანკი სა" და "ტაო ჯორჯიას" საოპერაციო სერვისების ერთობლივ ბარათს, რომელიც სპეციალურად შეიქმნა.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|











