სადეპუტატო ასაკმა 21 წლამდე დაიწია

This text is replaced by the Flash movie.

Wednesday, May 23, 2012
News Making Money

პროკრედიტ ბანკის სიურპრიზი ერთგულ ბიზნეს კლიენტებს

21/10/2011 13:34 (215 დღე 06:41 minutes ago)

procredit-bank1.jpg

2011 წლის 26-30 სექტემბერს ბულგარეთის ქ. პლოვდივში გაიმართა საერთაშორისო ტექნიკური გამოფენა.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

მედიანიუსის ცნობით, ღონისძიება ყოველწლიურია და ტრადიციულად მოიცავს ისეთ სექტორებს, როგორიცაა მანქანათ მშენებლობა , სატრანსპორტო სერვისი, მსუბუქი მრეწველობა, სამთო ინჟინერია, ელექტრო ინჟინერია, წყლის და განათების სისტემები. წლევანდელ გამოფენაზე განსაკუთრებულად ფართოდ იყო წარმოდგენილი მსოფლიო ში აქტუალური დარგი - განახლებადი ენერგიის ეკოლოგიურად უსაფრთხო დანადგარები. პლოვდივის ტექნიკური გამოფენას წვლილი შეაქვს ადგილობრივი მრეწველობის სტიმულირებაში, რაც მთლიანობაში ხელს უწყობს ქვეყნის განვითარებას.

გამოფენაზე პროდუქცია წარმოადგინა 1000-ზე მეტმა კომპანიამ, რომლის მესამედი საზღვარგარეთიდან საგანგებოდ ჩამოვიდა (გერმანია, თურქეთი, რუსეთი, საბერძნეთი და სხვ.).

`პროკრედუტ ბანკი საქართველომ` 10 ერთგულ ბიზნეს კლიენტს მისცა საშუალება დაეთვალიერებინათ გამოფენა და გაცნობოდნენ პოტენციურ ბიზნეს-პარტნიორებს. კლიენტების შერჩევა მათი საქმიანობის სფეროს მიხედვით მოხდა; ასევე ყურადღება გამახვილდა ისეთ მნიშვნელოვან ფაქტორებზე, როგორიცაა კლიენტის ლოიალურობა და ბანკთან ხანგრძლივი თანამშრომლობა.

ღონისძიების ორგანიზატორი ` პროკრედიტ ბანკი ბულგარეთი` იყო, რომელმაც აღმოსავლეთ ევროპის პროკრედიტ ბანკები ს კლიენტები მიიწვია გამოფენაზე. “ პროკრედიტ ბანკი – 10 წელი თქვენი ბიზნეს პარტნიორი”, - ამ დევიზით ერთგვარად აღინიშნა პროკრედიტ ის 10-წლიანი მოღვაწეობა ბულგარეთის საბანკო სექტორში. საქართველოს გარდა მოწვეულთა შორის იყვნენ კოსოვოს, მაკედონიის, მოლდოვის, რუმინეთისა და  სერბიის პროკრედიტ ბანკის კლიენტები.

გამოფენამდე სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე მოენახულებინათ ბულგარეთის პროკრედიტ ბანკის 2 მსხვილი კლიენტის მოქმედი წარმოება.

ბულგარეთის პროკრედიტ ბანკი გამოფენაზე თავისი სტენდით იყო წარმოდგენილი. ბიზნეს-საუზმეზე, რომელიც ღონისძიების დასკვნით დღეს გაიმართა, მოწვეულნი იყვნენ ასევე პროკრედიტ ბულგარეთის კლიენტები და ბიზნეს-პარტნიორები. ბანკის აღმასრულებელი დირექტორი პირადად მიესალმა დამსწრე საზოგადოებას, მადლობა გადაუხადა კლიენტებს ხანგრძლივი თანამშრომლობისათვის და იმედი გამოთქვა, რომ ბანკის სხვადასხვა ქვეყნების კლიენტების შეხვედრა ასეთ ხელსაყრელ გარემოში საფუძველს დაუდებდა მომავალში ნაყოფიერ თანამშრომლობას და საერთაშორისო ბიზნეს-ურთიერთობებს გაამყარებდა. სტუმრებს და მასპინძლებს შესაძლებლობა ჰქონდათ წარედგინათ თავისი კომპანია, გაეცვალათ საკონტაქტო ინფორმაცია და მოემზადებინათ ნიადაგი სამომავლო თანამშრომლობისათვის.

ლია შენგელია (საგა იმპექსი), პროკრედიტ ბანკის კლიენტი: “გამოფენა ძალიან მომეწონა. ჩემი კომპანიის მიმდინარე პროექტისთივს აუცილებელი ყველა კომპონენტის მომწოდებელი ვნახე. ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ბანკის დიდი მადლობელი ვარ.”

საქმიანი ვიზიტის შემდეგ პროკრედიტ ბანკის კლიენტებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ქალაქის ღირსშესანიშნაობები და ფეხით მოვლოთ პლოვდივის ისტორიული ნაწილი, რომელიც 6000 წელს ითვლის. საღამო კი და ფოლკლორული სანახაობის თანხლებით წარიმართა, რომლის დროსაც კლიენტები კიდევ უფრო უშუალო გარემოში გაეცნენ ერთმანეთს, ერთად დააგემოვნეს ბულგარული ტრადიციულ სამზარეულო და ჩაერთნენ საერთო მხიარულებაში.

პროკრედიტ ბანკი, როგორც მცირე და საშუალო ბიზნესი ს მომსახურე ბანკი, არა მხოლოდ მაღალი ხარისხის სრულ საბანკო მომსახურებას უწევს თავის კლიენტებს, არამედ ცდილობს, მათთვის დამატებითი ღირებულება შექმნას, ხელი შეუწყოს მათ შორის სასარგებლო ბიზნეს-ურთიერთობების დამყარებას და დაეხმაროს ახალი ბაზრების ათვისებასა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

ვალუტის კურსები დღეს
ეროვნული ბანკი
ვალუტაკურსიცვლილება
1 აშშ დოლარი USD 1.6312 0.0101
1 ევრო EUR 2.0795 0.0085
1 შვეიცარიული ფრანკი CHF 1.7315 0.0073
1 გირვანქა სტერლინგი GBP 2.5721 0.0072
1 თურქული ლირა TRY 0.8927 0.0062
100 რუსული მანეთი RUB 5.2510 0.0482
დაწვრილებით...
This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

დაზღვევა
სადაზღვევო ბაზარზე ,,ალდაგი ბისიაი'' და ,,პსპ დაზღვევა'' ლიდერობენ

18/05/2012 11:58 (5 დღე 08:17 minutes ago)

insurance_copy.jpg

სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდულმა პრემიამ 2012 წლის პირველ კვარტალში 131 მლნ. ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 53%–ით აღემატება, 2011 წლის პირველ კვარტალში პრემიის მოცულობა 85,6 მლნ. ლარს შეადგენდა.

დაწვრილებით...






Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group