ივანიშვილი მზად არის, საქართველოს პრეზიდენტს სატელევიზიო დებატებში დაუპირისპირდეს

This text is replaced by the Flash movie.

Wednesday, May 23, 2012
News Making Money

„მარგებელი“ ევრობანკისგან 7 მილიონ დოლარს მიიღებს

ავტორი ნეტგაზეთი

25/10/2011 16:21 (211 დღე 03:55 minutes ago)

ebrd-european-bank-for-reconstruction-and-development.jpg

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (ევრობანკი) საქართველოს აგრო ბიზნესი ს სექტორის დახმარებას აგრძელებს.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

ევრობანკის წარმომადგენლობის ინფორმაციით,  ბანკი ადგილობრივი აგრო-ჰოლდინგის – სს „მარგებელის,“ გაფართოების დასაფინანსებლად 7 მილიონ აშშ დოლარს გამოჰყოფს.

„მარგებელი“ ფლობს ხუთ საოპერაციო კომპანიას. მათ შორისაა: „წყალი მარგებელი“- ერთ-ერთი წამყვანი მინერალური წყლის მწარმოებელი კომპანია, „ენგადი“ სასურსათო  პროდუქციის სადისტრიბუციო კომპანია, „მარნეულის სასურსათო ქარხანა“ - სურსათის გადამამუშავებელი საწარმო და „მარნეული აგრო” - სასოფლო სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელი კომპანია.

სს „მარგებელის“ მენეჯმენტის ინფორმაციით, გამოყოფილი სესხი მოხმარდება ჰოლდინგის განვითარებას, კერძოდ, „მარნეულის სურსათის ქარხნის" გადამამუშავებელი საწარმოს მოდერნიზაციასა და გაფართოებას, სასოფლო– სამეურნეო ტექნიკის შესყიდვას „მარნეული აგრო“-ს მოსავლიანობის გაუმჯობესების და თანამედროვე ფერმერული ტექნოლოგიების დამკვიდრების მიზნით; ასევე, თანხები მოხმარდება „ენგადის" სადისტრიბუციო ქსელისა და სასაწყობო მეურნეობის და „წყალი მარგებელის" საექსპორტო შესაძლებლობის განვითარებას.

კრედიტის გარდა, ევრობანკი უზრუნველყოფს ორწლიან საკონსულტაციო პროგრამას ჰოლდინგის მოსავლის მოყვანისა და მოსავლიანობის გაუმჯობესების ტექნოლოგიების დასახვეწად.

ეს უკვე მეორე სესხია, რომელიც ევრობანკმა კომპანია „მარგებელს“ დაუმტკიცა. პირველი კრედიტი ამ მსესხებელზე 2009 წელს გაიცა.

“ევრობანკი მოხარულია, კიდევ ერთხელ მხარი დაუჭიროს „მარგებელის" განვითარებას და ხელი შეუწყოს ქვეყნის აგრარული სექტორის უდიდესი პოტენციალის განვითარებას. ეს ინვესტიცია შესაძლებელს გახდის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად წარმოების ტექნოლოგიები გაუმჯობესების, და, შესაბამისად, წარმადობის გაზრდას”,– განაცხადა პოლ–ანრიფორესტიემ, ევრობანკის კავკასიის, მოლდოვასა და ბელორუსიის რეგიონალურმა დირექტორმა.

სოფლის მეურნეობა ერთ–ერთი ძირითადი პრიორიტეტული სექტორია საქართველოს განვითარების ხელშეწყობის მიზნით ევრობანკის მიერ შემუშავებულ სტრატეგიაში. საქართველოშისაქმიანობის დაწყების დღიდან ევრობანკს ჯამში ინვესტირებული აქვს  დაახლოებით 1.6 მილიარდი ევრო 140 პროექტში. აქედან 91 მილიონი ევრო ქვეყნის აგრარული სექტორისგანვითარებას მოხმარდა.

 

netgazeti.ge

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

ვალუტის კურსები დღეს
ეროვნული ბანკი
ვალუტაკურსიცვლილება
1 აშშ დოლარი USD 1.6312 0.0101
1 ევრო EUR 2.0795 0.0085
1 შვეიცარიული ფრანკი CHF 1.7315 0.0073
1 გირვანქა სტერლინგი GBP 2.5721 0.0072
1 თურქული ლირა TRY 0.8927 0.0062
100 რუსული მანეთი RUB 5.2510 0.0482
დაწვრილებით...
This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

დაზღვევა
სადაზღვევო ბაზარზე ,,ალდაგი ბისიაი'' და ,,პსპ დაზღვევა'' ლიდერობენ

18/05/2012 11:58 (5 დღე 08:18 minutes ago)

insurance_copy.jpg

სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდულმა პრემიამ 2012 წლის პირველ კვარტალში 131 მლნ. ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 53%–ით აღემატება, 2011 წლის პირველ კვარტალში პრემიის მოცულობა 85,6 მლნ. ლარს შეადგენდა.

დაწვრილებით...






Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group