ალტერნატიული აუდიტის ამოქმედების შემდეგ კერძო აუდიტორებზე მოთხოვნა გაიზარდა

This text is replaced by the Flash movie.

Wednesday, May 23, 2012
News Making Money

ყირგიზეთის სამთავრობო დელეგაცია საქართველოს ეროვნულ ბანკში

26/10/2011 12:30 (210 დღე 07:47 minutes ago)

25 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნულ ბანკს ყირგიზეთ ის ფინანსთა, ეკონომიკისა და რეფორმების სამინისტროების წარმომადგენლები სტუმრობდნენ.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

საქართველოს ეროვნული ბანკი ს ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი მიზანი საქართველოს ეროვნული ბანკი ს მიერ განხორციელებული რეფორმების გაცნობა და არსებული გამოცდილების გაზიარება იყო.

 

მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი, გიორგი ბარბაქაძე სტუმრებს ეროვნული ბანკის ფუნქციებზე ესაუბრა და საქართველოს ეროვნულ ბანკში გატარებული რეფორმები გააცნო. ასევე მიაწოდა ინფორმაცია ქართულ საბანკო სექტორში განხორციელებულ ცვლილებებზე. 

 

ყირგიზეთ ის სამთავრობო დელეგაციის წევრებმა განსაკუთრებული ინტერესი 2008 წლის კრიზისის შემდგომ განხორციელებულ ღონისძიებებზე გაამახვილეს. გაეცნენ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით გატარებულ რეფორმებსაც.

 

ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი ლალიაშვილმა სტუმრებს ის ფინანსური ინსტრუმენტები გააცნო, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი იყენებს. ესაუბრა მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების, სავალუტო ბაზრების, ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის ფუნქციებისა და „დიდი ოთხიანის“ როლზე საქართველოში.

 

ყირგიზი სტუმრები ქართული საბანკო ზედამხედველობის სფეროს ცვლილებებითაც დაინტერესდნენ და დეტალურად გაეცნენ რისკების შეფასების სისტემასა და რეგულაციებში შეტანილ ცვლილებებს.

 

როგორც შეხვედრაზე ყირგიზეთ ის დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს, საქართველოში გატარებულმა რეფორმებმა და ცვლილებებმა, რომელიც სამაგალითოა მთელს რეგიონში დიდი როლი ითამაშეს ქვეყნის ეკონომიკისა და კონკრეტულად ქართული საბანკო სექტორის განვითარების საქმეში, სწორედ ამიტომ მოექცა საქართველო ცენტრალური აზიისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ყურადღების ცენტრში.

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

ვალუტის კურსები დღეს
ეროვნული ბანკი
ვალუტაკურსიცვლილება
1 აშშ დოლარი USD 1.6312 0.0101
1 ევრო EUR 2.0795 0.0085
1 შვეიცარიული ფრანკი CHF 1.7315 0.0073
1 გირვანქა სტერლინგი GBP 2.5721 0.0072
1 თურქული ლირა TRY 0.8927 0.0062
100 რუსული მანეთი RUB 5.2510 0.0482
დაწვრილებით...
This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

დაზღვევა
სადაზღვევო ბაზარზე ,,ალდაგი ბისიაი'' და ,,პსპ დაზღვევა'' ლიდერობენ

18/05/2012 11:58 (5 დღე 08:19 minutes ago)

insurance_copy.jpg

სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდულმა პრემიამ 2012 წლის პირველ კვარტალში 131 მლნ. ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 53%–ით აღემატება, 2011 წლის პირველ კვარტალში პრემიის მოცულობა 85,6 მლნ. ლარს შეადგენდა.

დაწვრილებით...






Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group