
საქართველოს ეროვნული ბანკი ს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 26
ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 25
საბაზისო პუნქტით შემცირების შესახებ.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
საქართველოს ეროვნული ბანკი ს ინფორმაციით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.25 პროცენტს შეადგენს.
როგორც მოსალოდნელი იყო, სექტემბერში გაგრძელდა ინფლაციის შემცირების ტენდენცია. სექტემბრის მონაცემებით წლიური ინფლაცია 4.6%-ს შეადგენს. კვლავ დაბალია საბაზო ინფლაციის მაჩვენებლები. კერძოდ, საბაზო ინფლაცია (სურსათისა და ენერგომატარებლების გამოკლებით) 0.5%-ს გაუტოლდა.
არსებული პროგნოზებით, მიმდინარე წლის ბოლომდე ინფლაციის მაჩვენებელი დაბალ დონეზე შენარჩუნდება, ხოლო 2012 წლის დასაწყისში კიდევ უფრო შემცირდება.
ბოლო თვეების განმავლობაში საგრძნობლად იზრდება კომერციული ბანკები ს აქტივობა, რაც ეკონომიკის დაკრედიტების მზარდ დინამიკაში გამოიხატება. განსაკუთრებით მოიმატა ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების ოდენობამ. სესხების ზრდამ, თავის მხრივ, ხელი შეუწყო ეკონომიკურ აქტივობას და, შედეგად, მესამე კვარტალში ეკონომიკის ზრდის ტემპის მატება დაფიქსირდა.
წლიური ინფლაცია სექტემბრის თვეში ჩამოსცდა ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელს და მომავალი წლის დასაწყისისათვის მისი კიდევ უფრო შემცირებაა მოსალოდნელი. არსებული პროგნოზების მიხედვით, 2012 წელს ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი მიზნობრივ დონეზე ნაკლებია. აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია მონეტარული პოლიტიკის შერბილება და პოლიტიკის განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.
საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2011 წლის 22 ნოემბერს გაიმართება.
Related Stories