საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელდება

This text is replaced by the Flash movie.

Wednesday, May 23, 2012
News Making Money

ეროვნული ბანკი: სავალუტო რეზერვები 2 მილიარდ 800 მილიონი ლარია

ავტორი ნინო ნატროშვილი, ნეტგაზეთი

28/10/2011 15:53 (208 დღე 04:29 minutes ago)

national-bank-of-georgia.jpg

საქართველოს ეროვნული ბანკი ს პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე პარლამენტში 2010 წლის შედეგების ანგარიშით წარსდგა.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

ბანკის პრეზიდენტის ინფორმაციით, 2011 წლის ეროვნული ბანკის სავალუტო რეაზერვებმა  2 მილიარდ 800 მილიონი ლარი შეადგინა. ინფლაციის მაჩვენებელი კი წლის ბოლომდე 6–7 პროცენტი იქნება.

გიორგი ქადაგიძის განცხადებით, 2010 წლის ძირითადი გამოწვევა იყო ინფლაცია.

„ინფლაციამ ზრდა 2010 წლის ივნისიდან დაიწყო. ამ წელს მოხდა სურსათის გაძვირება, რაც რეგიონში დაბალმა მოსავლმა განაპირობა. ასევე, ინფლაციის მიზეზი იყო  აზიის ქვეყნების ეკონომიკური ზრდა, რამაც ენერგომატარებლებზე მოთხოვნა გააჩინა და  ფასების აწევა განაპირობა. 2010 წელს ქვეყანაში ინფლაცია 11,2 პროცენტის ფარგლებში დაფიქსირდა, სადაც ინფლაციის 9,3 პროცენტი  სურსათის გაძვირებაზე მოდის, რადგან საქართველოს სამომხმარებლო კალათა საკმაოდ სენსიტიურია სოფლის მეურნეობის პროდუქტების მიმართ“, –ამბობს ქადაგიძე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მართებულად არ მიიჩნევს კრიტიკას, რომ თითქოს ეროვნულმა ბანკმა გაზარდა ფულის მასა მიმოქცევაში და ეს გახდა ინფლაციის მთავარი წყარო.

„ინფლაციის მიზნობრივი ზღვარი 6 პროცენტია, თუ გადაცდა ამ ზღვარს, ეროვნული ბანკი ამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკა ს.  მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დავიწყეთ ივნისში. 2010 წელს გაიზარდა სარეზერვო მოთხოვნები. გატარებული ღონისძიებების შედეგად 2011 წელს ინფლაციამ დაიწყო შემცირება და წლის ბოლოს 6–7– პროცენტიან ზღვარზე იქნება“, – ამბობს ქადაგიძე.

 

netgazeti.ge

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

ვალუტის კურსები დღეს
ეროვნული ბანკი
ვალუტაკურსიცვლილება
1 აშშ დოლარი USD 1.6312 0.0101
1 ევრო EUR 2.0795 0.0085
1 შვეიცარიული ფრანკი CHF 1.7315 0.0073
1 გირვანქა სტერლინგი GBP 2.5721 0.0072
1 თურქული ლირა TRY 0.8927 0.0062
100 რუსული მანეთი RUB 5.2510 0.0482
დაწვრილებით...
This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

დაზღვევა
სადაზღვევო ბაზარზე ,,ალდაგი ბისიაი'' და ,,პსპ დაზღვევა'' ლიდერობენ

18/05/2012 11:58 (5 დღე 08:24 minutes ago)

insurance_copy.jpg

სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდულმა პრემიამ 2012 წლის პირველ კვარტალში 131 მლნ. ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 53%–ით აღემატება, 2011 წლის პირველ კვარტალში პრემიის მოცულობა 85,6 მლნ. ლარს შეადგენდა.

დაწვრილებით...






Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group