| დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ |
|
28/10/2011 16:10 (208 დღე 04:12 minutes ago) | ||||||||||||
|
საბანკო სექტორში განთავსებული მთლიანი დეპოზიტების (სამეწარმეო და შინამეურნეობების სექტორების მიმდინარე ანგარიშებისა და ვადიანი დეპოზიტების, აგრეთვე გადასახდელი პროცენტების ჩათვლით) მოცულობამ 2011 წლის პირველი ოქტომბრისათვის 5.3 მლრდ ლარს გადააჭარბა, რაც 72.1 მლნ ლარით ანუ 1.4 პროცენტით მეტია მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე.
საქართველოს ეროვნული ბანკი ს ინფორმაციით, სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა სამეწარმეო და შინამეურნეობების სექტორების მიმდინარე ანგარიშების ზრდას 32.3 მლნ ლარით ანუ 1.5 პროცენტით და ვადიანი დეპოზიტების მატებას 40.9 მლნ ლარით ანუ 1.3 პროცენტით.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|










