ივანიშვილი სააკაშვილს მიმართავს ხელი არ მოაწეროს საკონსტიტუციო ცვლილებას

This text is replaced by the Flash movie.

Wednesday, May 23, 2012
News Making Money

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ

28/10/2011 17:08 (208 დღე 03:15 minutes ago)

კომერციული ბანკები ს საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2011 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, 3.8 პროცენტით, ანუ 269.2 მლნ ლარით გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისათვის 7.4 მლრდ ლარს გადააჭარბა.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 6.0 პროცენტით, ანუ 126.3 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა – 2.8 პროცენტით, ანუ 142.9 მლნ ლარით.

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2011 წლის სექტემბრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 791.8 მლნ ლარის (წინა თვესთან შედარებით 7.1 პროცენტით ანუ 52.7 მლნ ლარით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით – 3.4 მლრდ ლარის (შესაბამისად, 2.9 პროცენტით ანუ 95.0 მლნ ლარით მეტი) მოცულობის სესხი.

იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი – 49.0 პროცენტი ვაჭრობის სფეროზე მოდის. 2011 წლის აგვისტოსთან შედარებით, სექტემბერში ვაჭრობის სფეროზე გაცემული სესხების მოცულობა 1.8 პროცენტით ანუ 36.3 მლნ ლარით გაიზარდა და 2.0 მლრდ ლარს გადააჭარბა.

მრეწველობაზე გაცემული სესხების წილმა იურიდიულ პირებზე გაცემული ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში 19.8 პროცენტი შეადგინა, რაც 2011 წლის პირველი ოქტომბრისათვის 827.9 მლნ ლარით განისაზღვრა (5.2 პროცენტით ანუ 40.6 მლნ ლარით მეტი წინა თვესთან შედარებით); 11.5 პროცენტი მოდის მშენებლობა ზე, რაც 479.4 მლნ ლარია (3.7 პროცენტით, ანუ  17.3 მლნ ლარით მეტი, შესაბამისად). ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 80.4 პროცენტი მხოლოდ სამ დარგზე – მრეწველობაზე, მშენებლობა სა და ვაჭრობაზე მოდის.

2011 წლის სექტემბრის განმავლობაში 4.2 პროცენტით ანუ 120.1 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისათვის 3.0 მლრდ ლარს მიაღწია.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

ვალუტის კურსები დღეს
ეროვნული ბანკი
ვალუტაკურსიცვლილება
1 აშშ დოლარი USD 1.6312 0.0101
1 ევრო EUR 2.0795 0.0085
1 შვეიცარიული ფრანკი CHF 1.7315 0.0073
1 გირვანქა სტერლინგი GBP 2.5721 0.0072
1 თურქული ლირა TRY 0.8927 0.0062
100 რუსული მანეთი RUB 5.2510 0.0482
დაწვრილებით...
This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

დაზღვევა
სადაზღვევო ბაზარზე ,,ალდაგი ბისიაი'' და ,,პსპ დაზღვევა'' ლიდერობენ

18/05/2012 11:58 (5 დღე 08:25 minutes ago)

insurance_copy.jpg

სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდულმა პრემიამ 2012 წლის პირველ კვარტალში 131 მლნ. ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 53%–ით აღემატება, 2011 წლის პირველ კვარტალში პრემიის მოცულობა 85,6 მლნ. ლარს შეადგენდა.

დაწვრილებით...






Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group