
ბანკ "ქართუში" მეანაბრეთა რაოდენობა ყოველდღიურად გეომეტრიული პროგრესიით
იზრდება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ბანკის გენერალურმა დირექტორმა,
ნოდარ ჯავახიშვილმა განუცხადა.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
მისი თქმით, პირველ დღეს გაიხსნა 732 ანგარიში, მეორე დღეს თითქმის 1200, მესამე დღეს კი 2 000-ზე მეტი.
"ჯამში, სამი დღის აქტიურობის შედეგად 4 ათასი ანგარიში გაიხსნა. ასეთი პრეცენდენტი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა, რომ ამდენ მეანაბრეს ერთდროულად შეეტანა ბანკში თუნდაც უმნიშვნელო თანხა. ამას ჩვენ სიხარულით ვხვდებით, რადგან კარგად ვაცნობიერებთ ამ ხალხის იდეას, რომელიც რა თქმა უნდა, ბანკისთვის სერიოზული მხარდაჭერაა. განსაკუთრებით სასიხარულოა, როცა ხედავ, რომ ადამიანები იწყებენ უსამართლოდ დასჯილი ადამიანის თანადგომისთვის ბრძოლას", - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.
მისივე თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში ბანკიდან ანაბრების გადინების პროცესიც შეჩერდა. იმ კომპანიებსა და ბიზნესმენებს, რომლებმაც ბანკიდან ანაბრები გაიტანეს ან სხვა ბანკში გადაიტანეს, ნოდარ ჯავახიშვილი არ ასახელებს.
"ბანკთან ურთიერთობის შეწყვეტა პოლიტიკური ზეწოლის საფუძველზე მოხდა. ბანკის კლიენტურის ერთმა ნაწილმა ჩათვალა, რომ 18 ოქტომბერს მომხდარი ფაქტი იყო სიგნალი იმისა, რომ ხელისუფლება "ქართუს" ებრძვის. მათ იფიქრეს, რომ არ ღირდა ფულის რისკის ქვეშ დაყენება. გვაქვს ასევე ინფორმაცია, რომ კლიენტურის დიდ ნაწილზე იყო პირდაპირი ზეწოლა ხელისუფლების ამა თუ იმ ოდიოზური წარმომადგენლისგან – მათ ეუბნებოდნენ, დახურეთ ანგარიშები ან სხვა ბანკში გადაიტანეთ, "ქართუში" კი დატოვეთ კრედიტები და ნუ დაფარავთ. როცა ჩვენ გავიმარჯვებთ, ნახევარს აღარ გადაგახდევინებთ. ამ კლიენტებს შორის საკმაოდ ბევრნი იყვნენ ე.წ სახელისუფლებო კომპანიები. მაგრამ ამ ტალღამ გაიარა და ბოლო დღეებში გადინების ფაქტები აღარ გვაქვს", - აღნიშნა ჯავახიშვილმა.
მისივე თქმით, ანაბრების გადინება ბანკს ფინანსურად გართულებებს არ შეუქმნის, რადგან ორგანიზაციის უკან ძალიან სერიოზული ფინანსური ძალა დგას.
Related Stories