
დიდი ბრიტანეთის ბანკ "HSBS"-ს საქართველოში არსებული უძრავი ქონება მიკრო საფინანსო ორგანიზაცია "რიკო ექსპრესმა" შეიძინა.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
როგორც "ინტერპრესნიუსს" "რიკო ექსპრესის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლაშა ნიკოლაიშვილმა დღეს განუცხადა, ბანკ "HSBS"-ს წარმომადგენლებმა საქართველოს დატოვებამდე ქონების გაყიდვის მიზნით ბანკები სთვის აუქციონი გამოაცხადეს.
ნიკოლაიშვილის ინფორმაციით, პეკინის ქუჩაზე მდებარე ოფისი თავისი ინვენტარით და სეიფებით "რიკო ექსპრესმა" მილიონ 800 ათას აშშ დოლარად იყიდა
"აუქციონი ბანკები სთვის იყო გამოცხადებული. ამ ტენდერში არაერთი ბანკი იღებდა მონაწილეობას. ჩვენ ეს ოფისი სრული აღჭურვილობით შევიძინეთ, ვინაიდან ბანკ "HSBS"-ს თანამედროვე სისტემები ჰქონდა დანერგილი და ეს მისაღები წინადადება იყო ჩვენთვის", - განაცხადა ლაშა ნიკოლაიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, "რიკო ექსპრესის" მოგებამ ბოლო 9 თვის განმავლობაში 6 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო საკრედიტო პორტფელი 45 მილიონი ლარია.
Related Stories