
7 ნოემბერი, 2011 წელი - PrimeCard-ის მფლობელებს თიბისი ბანკი სთავაზობს
ჩაერთონ ყველაზე საინტერესო საახალწლო გათამაშებაში და აიხდინონ ოცნება:
აირჩიონ ერთ-ერთი, მსოფლიო ს ყველაზე პოპულარული და ხალხმრავალი
ღონისძიებებიდან და გაემგზავრონ მასზე დასასწრებად.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
გათამაშებაში ჩაერთვება PrimeCard-ის ყველა მომხმარებელი - ვისაც უკვე აქვს TBC PrimeCard, ან 31 დეკემბრამდე შეიძენს ამ უნიკალურ საკრედიტო ბარათს.
თიბისი ბანკი მათ აძლევს არაჩვეულებრივ შანსს, მოიგონ მსოფლიო ს ყველაზე გრანდიოზული ღონისძიებებიდან ერთ-ერთზე დასასწრები ორკაციანი საგზური, სრულიად უფასოდ, მხოლოდ TBC PrimeCard-ის საშუალებით აიხდინონ ოცნება და გახდნენ ყველა დროის დაუვიწყარი სანახაობის მომსწრეები.
ღონისძიებას გამარჯვებული თავად ირჩევს. არჩევანი კი საკმაოდ შთამბეჭდავია:
• ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის ფინალი (ივლისი, 2012, უკრაინა )
• როტერდამის ჯაზ ფესტივალი (ივლისი, 2012, ჰოლანდია)
• ფორმულა ერთის გრან პრიზი (მაისი, 2012, საფრანგეთი, მონაკო)
• ვენეციის კარნავალი (თებერვალი,2012, იტალია)
• ჯორჯ მაიკლის კონცერტი (აპრილი, 2012, საფრანგეთი, პარიზი)
გათამაშება შედგება 13 იანვარს, საღამოს 18:30 საათზე, რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში და გამოვლინდება 5 გამარჯვებული, რომლებიც თავისი სურვილის მიხედვით მოხვდებიან 2012 წლის ყველაზე გრანდიოზულ სანახაობებზე.
ასე რომ, წლის ბოლომდე საუკეთესო დროა იმისათვის რომ აიღოთ TBC PrimeCard, ისარგებლოთ ყველაზე ხანგრძლივი, 3 თვიანი უპროცენტო სესხით, აირჩიოთ სასურველი დიზაინი, ტარიფები და, რაც მთავარია, აირჩიოთ, თუ რომელ მსოფლიო სანახაობას გსურთ დაესწროთ მომავალ წელს და თანაც - უფასოდ!!
გათამაშების პირობები:
გათამაშება მოხდება ლოტოტრონის პრინციპით. ბარათის მფლობელის ბილეთების რაოდენობა განისაზღვრება შემდეგი წესით:
ა) TBC PrimeCard-ით თიბისი ბანკის ტერმინალში განხორციელებული ტრანზაქციებისას, ყოველ 10 ლარზე - გათამაშების 1 ბილეთი.
ბ) ბანკომატიდან თანხის განაღდებისას, ყოველ 50 ლარზე - 1 ბილეთი.
აქცია გრძელდება 31 დეკემბრამდე - ამ ხნის განმავლობაში განხორციელებული ტრანზაქციების მიხედვით მოხდება გათამაშებაში მონაწილეობა.
Related Stories