
დღეს თიბისი ბანკის სათავო ოფისში ანაბრების გათამაშების ,,მოიგე $20.000“
გამარჯვებული გამოვლინდა.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
მედიანიუსის ცნობით, გამარჯვებული თიბისი ბანკის მეანაბრე ირმა
მათიაშვილი გახდა.
აქციის გამარჯვებულის ვინაობა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძე მ დაასახელა, ხოლო თიბისი ბანკის ანაბრების თამაშის მთავარმა გმირმა ედმონდ აბაშიძემ გამარჯვებულს საზეიმო ვითარებაში მოგებული თანხა პირად ანგარიშზე გადაურიცხა.
ღონისძიების ფარგლებში, თიბისი ბანკმა გათამაშების მეორე ადგილზე გასულ მოთამაშეს ანა კურტანიძეს სიურპრიზი გაუკეთა და პირად ანგარიშზე 5 ათასი დოლარი გადაურიცხა.
როგორც ვახტანგ ბუცხრიკიძე მ განაცხადა, ანა კურტანიძე პირველ ადგილზე გასულ მოთამაშეს მხოლოდ 26 წამის სხვაობით ჩამორჩა.
შეგახსენებთ, რომ თიბისი ბანკის ანაბრების თამაში ..მოიგე $20.000“ 15 სექტემბერს დაიწყო და თითქმის ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. თამაშში მონაწილეობდნენ ის მეანაბრეები, ვინც აქციის განმავლობაში თიბისი ბანკში გახსნეს ვადიანი + ტიპის ანაბრები. აქციაში მონაწილეობა 5 000–მდე მეანაბრემ მიიღო.
თამაში ვიქტორინის ტიპის იყო. მონაწილეებს ინტერნეტში, სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე ედმონდ აბაშიძის დასმულ სხვადასხვა თემატურ შეკითხვებზე პასუხი უნდა გაეცათ. გამარჯვებულად ის მეანაბრე დასახელდებოდა, ვინც კითხვებზე სწორი პასუხის გაცემაზე ყველაზე ნაკლებ დროს დახარჯავდა.
Related Stories