| საქართველოს ეროვნული ბანკი: ფულადი გზავნილები ოქტომბერში |
|
15/11/2011 17:06 (190 დღე 03:36 minutes ago) | ||||||||||||
![]() 2011 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 94.6 მლნ აშშ დოლარი, ანუ 157.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც 7.9 მლნ აშშ დოლარით (13.1 მლნ ლარით), ანუ 9.1 პროცენტით მეტია 2010 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 89.1 პროცენტი იმ 10 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ოქტომბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 10 ქვეყანაზე გასული წლის ოქტომბერში მთელი ფულადი გზავნილების 89.0 პროცენტი მოდიოდა.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|











