
საქართველოს ეროვნული ბანკი ს პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ~ქართუ” ბანკის ხელმძღვანელობას ბანკის პოლიტიზებაში ადანაშაულებს.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
მედიანიუსის ცნობით, მან ეს განცხადება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც ბანკთან დაკავშირებით განვითარებულ პროცესებზე ფრაქციის – “ერთობა სამართლიანობისათვის” და “ქართუს” პრეზიდენტ ნოდარ ჯავახიშვილის შეკითხვებს უპასუხა.
მისი თქმით, ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანა ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა და ისაა, რომ ბანკები და ფინანსური სისტემა, მაქსიმალურად იყოს აპოლიტიკური, არცერთი კომერციული ბანკი და საბანკო სისტემა, როგორც ეკონომიკის ხერხემალი, არ იყოს დაკავშირებული რაიმე ტიპის პოლიტიკურ პროცესთან. ეს საქართველოს განვითარების აუცილებელი პირობაა. ქადაგიძის განცხადებით, რაც “ქართუს” ირგვლივ მისი მესვეურების მიერ ხდება, მიუღებელია.
~დამისახელეთ ერთი ქვეყანა, სადაც კომერციული ბანკი აგროვებს ხელმოწერებს პოლიტიკური დაჯგუფების მხარდასაჭერად; სადაც ბანკი აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს; სადაც კომერციული ბანკის ხელმძღვანელი ასრულებს პოლიტიკური პარტიის პიარის ფუნქციას და საპარლამენტო ლიდერების გამოსვლებს აფასებს; სადაც კომერციული ბანკი ავრცელებს არასწორ და ცრუ ინფორმაციას როგორც ეროვნული ბანკის, ისე მთლიანად საბანკო სისტემის შესახებ; დამისახელეთ თუნდაც ერთი ფაქტი საერთაშორისო პრაქტიკიდან, სადაც კომერციული ბანკი ასახელებს თავისი კლიენტების ვინაობას და კომერციული საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას ავრცელებს; სადაც კომერციული ბანკი მიზანმიმართულად აჭიანურებს ადგილზე შემოწმების პროცესს. ასეთი ბანკი არ არსებობს, ასეთი რამ არსად ხდება, ასეთი ერთი ფაქტია ცნობილი მხოლოდ და მხოლოდ 90-იან წლების საქართველოში. და ამ წლებში საბანკო სისტემა არასდროს დაბრუნდება”,—განაცხადა გიორგი ქადაგიძემ და დასძინა, რომ ამის გარანტიას ეროვნული ბანკი და თავადვე იძლევიან.
მისი განცხადებით, “ქართუ” ბანკი მისმა მფლობელებმა და ახალმა ადმინისტრაციამ მაქსიმალურად უნდა გამიჯნონ პოლიტიკური პროცესისგან და მან საქმიანობა კომერციული ბანკები ს შესახებ კანონით უნდა შეასრულოს.
`ამ შემთხვევაში პირადად ვარ გარანტი, რომ “ქართუ” ბანკს ეროვნული ბანკის მხარდაჭერა ექნება, მაგრამ თუ ამ წესრიგს ბანკის მესვეურები არ დაამყარებენ, მას დაამყარებს ეროვნული ბანკი”,—აღნიშნა გიორგი ქადაგიძემ.
Related Stories