ივანიშვილი მზად არის, საქართველოს პრეზიდენტს სატელევიზიო დებატებში დაუპირისპირდეს

This text is replaced by the Flash movie.

Wednesday, May 23, 2012
News Making Money

"ბანკი ქართუ" ეროვნულ ბანკს პოლიტიკურად მოტივირებული ზეწოლის გაგრძელებაში ადანაშაულებს

18/11/2011 16:18 (187 დღე 04:31 minutes ago)

cartubank.jpg

"ბანკი ქართუს" ხელმძღვანელობა ეროვნულ ბანკს პოლიტიკურად მოტივირებული ზეწოლის გაგრძელებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ "ბანკი ქართუ" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ინტერპრენიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში


"ბანკი ქართუს" ხელმძღვანელობა უფლებამოსილია განაცხადოს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს და აღრმავებს პოლიტიკურად მოტივირებულ ზეწოლას ბანკზე, რაც კიდევ ერთხელ აშკარად დააფიქსირა ბატონმა გიორგი ქადაგიძემ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას, რომელსაც წითელ ხაზად გასდევდა მისთვის განსხვავებული აზრის კატეგორიული მიუღებლობა, მიუხედავად ამ აზრის კანონიერებისა და სამართლიანობისა.


ნამდვილად გაგვიჭირდება დავასახელოთ პრეცედენტი თანამედროვე მსოფლიო ისტორიიდან, როდესაც საყოველთაო აზრით, თანამედროვეობის უდიდეს ქველმოქმედს ართმევენ ქვეყნის მოქალაქეობას, რომელიც სწორედაც რომ სახელმწიფოსა და ერის წინაშე უდიდესი დამსახურებისათვის ჯილდოს სახით მიენიჭა; მეორე მხრივ, ვერავინ დაგვისახელებს კანონს ან სხვა რაიმე ნორმატიულ აქტს, რომელიც კრძალავს სამართლიანობის აღდგენისათვის და არა რომელიმე "პოლიტიკური დაჯგუფების მხარდასაჭერად" დაწყებული ამ აქციის პიროვნულ თუ კორპორატიულ თანადგომას.


აქვე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ კომერციული ბანკი აღნიშნულ ხელმოწერებს არ აგროვებს, თუმცა ამის კანონიერი უფლება ჩვენც გაგვაჩნია, უფრო მეტიც, ჩვენი თანამშრომლები აბსოლუტურად თავისუფალნი არიან საკუთარი ნების გამოხატვაში.


არ არსებობს არავითარი კანონიერი შეზღუდვა ბანკირებისთვის, როგორც საზოგადოების ნებისმიერი სხვა წევრისათვის, გააკეთონ პოლიტიკური განცხადებები, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მისამართით, მით უფრო, თუ ეს უკანასკნელი მხოლოდ პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით უდიერად მოიხსენიებს და დანაშაულად აკვალიფიცირებს ჩვეულებრივ საბანკო ოპერაციას.


ბოდიშის მოხდით შევახსენებთ საზოგადოებას და თავად ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოებში ბანკირებს, ისევე როგორც ქვეყნის სხვა მოქალაქეებს, აქვთ სრული უფლება, გამოხატონ თავიანთი პოლიტიკური სიმპათიები, უფრო მეტიც _ მოქმედი კანომდებლობის ფარგლებში პიროვნულად თუ კორპორატიულად დააფინანსონ კიდეც ოპოზიციური პარტიები.


ასეთი უფლებები იზღუდება და ასეთი ფიზიკური თუ იურიდიული პირები იდევნებიან მხოლოდ ბოლშევიკური ტიპის დიქტატორულ სახელმწიფოებში.


ვფიქრობთ, მსუბუქად რომ ვთქვათ, არაკორექტულია 90-იანი წლების უდიერად მოხსენიებაც. გვინდა შევახსენოთ ბატონ გიორგის, რომ სწორედ ამ წლებში ახდა ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვანი ოცნება და ჩვენი ქვეყანა გახდა დამოუკიდებელი, ამავე წლებში ჩაეყარა საფუძველი თანამედროვე საბანკო სისტემას საქართველოში და თავად საქართველოს ეროვნული ბანკი ც სწორედ 90-იანი წლების დასაწყისში ჩამოყალიბდა, ხოლო 1995 წელს ჩატარდა მსოფლიო ეკონომიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფულადი რეფორმა და ქართულმა სახელმწიფომ მიიღო სრულყოფილი ფულადი ერთეული – ლარი.


რაც შეეხება ჩვენი მხრიდან არასწორი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, კომერციული საიდუმლოების გამჟღავნებისა თუ ადგილზე შემოწმების გაჭიანურების ბრალდებებს, ვფიქრობთ, უმჯობესი იქნებოდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კონკრეტული ფაქტებით ესაუბრა.


ჩვენი მხრიდან კი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ სს "ბანკი ქართუ" ჩვენთვის ამ ძნელბედობის ჟამსაც ახერხებს შეინარჩუნოს ქართული საბანკო სისტემის ღირსეული სახე და შინაარსი, ვცდილობთ, პირნათლად შევასრულოთ კანონით დაკისრებული თუ ჩვენ მიერ ნაკისრი ყველა ვალდებულება ქვეყნის ცენტრალურ ბანკთან კონსტრუქციული და არა პატრონყმური ურთიერთობის ფონზე", _ ნათქვამია განცხადებაში.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

ვალუტის კურსები დღეს
ეროვნული ბანკი
ვალუტაკურსიცვლილება
1 აშშ დოლარი USD 1.6312 0.0101
1 ევრო EUR 2.0795 0.0085
1 შვეიცარიული ფრანკი CHF 1.7315 0.0073
1 გირვანქა სტერლინგი GBP 2.5721 0.0072
1 თურქული ლირა TRY 0.8927 0.0062
100 რუსული მანეთი RUB 5.2510 0.0482
დაწვრილებით...
This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

დაზღვევა
სადაზღვევო ბაზარზე ,,ალდაგი ბისიაი'' და ,,პსპ დაზღვევა'' ლიდერობენ

18/05/2012 11:58 (5 დღე 08:51 minutes ago)

insurance_copy.jpg

სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდულმა პრემიამ 2012 წლის პირველ კვარტალში 131 მლნ. ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 53%–ით აღემატება, 2011 წლის პირველ კვარტალში პრემიის მოცულობა 85,6 მლნ. ლარს შეადგენდა.

დაწვრილებით...






Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group