| "ვითიბი ბანკმა" Microsoft-ის პროგრამა გაანახლა |
|
21/11/2011 13:19 (184 დღე 07:31 minutes ago) | ||||||||||||
![]() "ვითიბი ბანკმა" Microsoft-ის პროგრამა გაანახლა, რის შედეგადაც ბანკის მომსახურება უფრო სწრაფი და კომფორტული ხდება.
ინტერპრესნიუსის ცნობით, ამის შესახებ დღეს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე "ვითიბი ბანკისა" და Microsoft საქართველოს წარმომადგენლებმა განაცხადეს. ბანკმა და Microsoft-მა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც, "ვითიბი ბანკმა" Microsoft-ის პროგრამა განაახლა. როგორც ბანკის წარმომადგენლები აცხადებენ, პროგრამა არის სრულიად ინოვაციური და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, რომლის საშუალებით გამარტივდა ბანკში არსებული ყველა ოპერაციის ჩატარება.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|











