„მობი ფეიმ“ საქართველოს ბაზარი დატოვა

This text is replaced by the Flash movie.

Wednesday, May 23, 2012
News Making Money

საქართველოს ეროვნული ბანკი: დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ

30/11/2011 11:57 (175 დღე 08:59 minutes ago)

საბანკო სექტორში განთავსებული მთლიანი დეპოზიტების (სამეწარმეო და შინამეურნეობების სექტორების მიმდინარე ანგარიშებისა და ვადიანი დეპოზიტების, აგრეთვე გადასახდელი პროცენტების ჩათვლით) მოცულობამ 2011 წლის პირველი ნოემბრისათვის 5.4 მლრდ ლარს გადააჭარბა, რაც 88.5 მლნ ლარით ანუ 1.7 პროცენტით მეტია მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა სახელმწიფო სამეწარმეო სექტორის საწარმოების მიმდინარე ანგარიშების შემცირებას 42.2 მლნ ლარით ანუ 8.1 პროცენტით (კერძო საწარმოებისა და შინამეურნეობების მიმდინარე ანგარიშების 2.1%–იანი ზრდის პირობებში) და სამეწარმეო და შინამეურნეობების სექტორების ვადიანი დეპოზიტების ზრდას 90.2 მლნ ლარით ანუ 2.9 პროცენტით.

დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის 66.9 პროცენტი შეადგინა - 1.8 პროცენტული პუნქტით ნაკლები პირველი ოქტომბრის მდგომარეობასთან შედარებით.
 
ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 8.8 პროცენტი შეადგენა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 11.8 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე  –  8.3 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 73.8 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 20.2 პროცენტი შეადგინა.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

ვალუტის კურსები დღეს
ეროვნული ბანკი
ვალუტაკურსიცვლილება
1 აშშ დოლარი USD 1.6312 0.0101
1 ევრო EUR 2.0795 0.0085
1 შვეიცარიული ფრანკი CHF 1.7315 0.0073
1 გირვანქა სტერლინგი GBP 2.5721 0.0072
1 თურქული ლირა TRY 0.8927 0.0062
100 რუსული მანეთი RUB 5.2510 0.0482
დაწვრილებით...
This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

დაზღვევა
სადაზღვევო ბაზარზე ,,ალდაგი ბისიაი'' და ,,პსპ დაზღვევა'' ლიდერობენ

18/05/2012 11:58 (5 დღე 08:58 minutes ago)

insurance_copy.jpg

სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდულმა პრემიამ 2012 წლის პირველ კვარტალში 131 მლნ. ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 53%–ით აღემატება, 2011 წლის პირველ კვარტალში პრემიის მოცულობა 85,6 მლნ. ლარს შეადგენდა.

დაწვრილებით...






Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group