| საქართველოს ეროვნული ბანკი: კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობა |
|
30/11/2011 12:26 (175 დღე 08:30 minutes ago) | ||||||||||||
|
2011 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 15 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 2 – უცხოური ბანკის ფილიალით.
წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკები ს მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 140.1 მლნ ლარით, ანუ 1.2 პროცენტით შემცირდა და 11.8 მლრდ ლარი შეადგინა. საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 1.9 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკები ს მთლიანი აქტივების 16.4 პროცენტია.
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|










