საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელდება

This text is replaced by the Flash movie.

Wednesday, May 23, 2012
News Making Money

საქართველოს ბანკმა ახალი ტიპის სერვისცენტრი, საქართველოს ბანკის ექსპრესი წარადგინა

01/12/2011 12:37 (174 დღე 08:24 minutes ago)

exprees-photo1.jpg

თბილისი, 1 დეკემბერი, 2011 - საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, დღეს ახალი ტიპის სერვისცენტრები, საქართველოს ბანკი ს ექსპრესი წარადგინა.

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში

 

საქართველოს ბანკი ს ექსპრესი გამოირჩევა ულტრათანამედროვე დიზაინით და მომხმარებელს მოხერხებულ, სწრაფ და მარტივ მომსახურებას სთავაზობს.

საქართველოს ბანკი ს ექსპრესის სერვისცენტრები მომხმარებლისთვის ყველაზე მოხერხებულ ადგილებშია განთავსებული. ექსპრესში მომხმარებელს განსაკუთრებით სწრაფად მოემსახურებიან, თითოეულ ოპერაციაზე გათვალისწინებულია რა მაქსიმუმ 5 წუთი. შედეგად, მომხმარებელს არ მოუწევს ლოდინი. ექსპრესი აღჭურვილია ონლაინ მომსახურებით, რომელიც ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში, ხოლო მომსახურების ზონა მომხმარებელს გვიანობამდე დახვდება ღია. სერვისცენტრების მოწყობა განსაკუთრებულად მარტივია და ორ ზონადაა დაყოფილი - საქართველოს ბანკი ს ექსპრესის სერვისცენტრებში, მომხამრებელს დახვდება როგორც მომსახურების ზონა, სადაც მათ მოლარე-ოპერატორები გაუწევენ დახმარებას, ასევე 24 საათიანი, თვითმომსახურების ზონა. თვითმომსახურების ზონაში, მომხმარებელისთვის ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომი იქნება: ინტერნეტბანკის ტერმინალი, თვითმომსახურების ტერმინალი PაყBოხ და ბანკომატი. ხსენებული ელექტრონული არხების მეშვეობით, მომხმარებელი 24 საათის განმავლობაში შეძლებს: თანხის განაღდებას, გზავნილის განაღდებას, შMშ სესხის მიღებას, კომუნალური და სხვა გადასახადების გადახდას, ანგარიშზე თანხის შეტანას, თანხის გადარიცხვას, დეპოზიტის გახსნას და არაერთი სხვა ოპერაციის შესრულებას.

აღსანიშნავია, რომ ექსპრესის მომსახურების ზონა, სადაც მომხმარებელს მოლარე-ოპერატორები მოემსახურებიან, ხელმისაწვდომი იქნება ყოველდღე დილის 900 საათიდან 2100 საათამდე და შაბათ-კვირას 1000 საათიდან 1800 საათამდე. ექსპრესის სერვისცენტრებში მომხმარებელი სწრაფად და მარტივად შეძლებს, სპეციალურად ექსპრესის მომხმარებლისთვის შექმნილი პროდუქტების – ექსპრესპაკეტის (რომელიც შეიცავს ახალ პროდუქტს - ექსპერსბარათს, ასევე მულტისავალუტო ანგარიშს, ინტერნეტბანკისა და შMშ ბანკის მომსახურებას) და ექსპრესანაბარის დარეგისტრირებას, ექსპრესკრედიტის და ექსპრესორინჯის განაცხადების შევსებას. ასევე, საქართველოს ბანკი ს სხვა პროდუქტების მოხმარებას, როგორიცაა  Aმერიცან Eხპრესს Bლუე ჩარდ-ის განაცხადის შევსება, განაცხადის დამუშავება, მობილ ბანკის, ტელეფონ ბანკის, მუდმივი საგადასახადო დავალების, ავტომატური  გადახდების, პლასტიკური  ბარათის დაზღვევისა და ელექტრონული ყულაბის მომსახურების ჩართვა.

 

ექსპრესის სერვისცენტრები, რომელიც მომხმარებელს 2 დეკემბრიდან ელოდება, განლაგებულია თბილისში, შემდეგ მისამართებზე: გლდანი, ხიზანიშვილის ქ. 77, გამრეკელის ქ. 16, დოლიძის ქ. 11, ჩუბინაშვილის ქ. 4, ბაზალეთის ქ. 8,  ყაზბეგის გამზ. 26, დიღმის მასივი, მე-5 კვარტალი, კორპ. 1ა, ჭავჭავაძის გამზ. 19, ჩოლოყაშვილის ქ. 57ა, კორპ. 4.

საქართველოს ბანკი ს ექსპრესის სერვისცენტრებში ჯამში 45 ადამიანი დასაქმდა.

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

ვალუტის კურსები დღეს
ეროვნული ბანკი
ვალუტაკურსიცვლილება
1 აშშ დოლარი USD 1.6312 0.0101
1 ევრო EUR 2.0795 0.0085
1 შვეიცარიული ფრანკი CHF 1.7315 0.0073
1 გირვანქა სტერლინგი GBP 2.5721 0.0072
1 თურქული ლირა TRY 0.8927 0.0062
100 რუსული მანეთი RUB 5.2510 0.0482
დაწვრილებით...
This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

დაზღვევა
სადაზღვევო ბაზარზე ,,ალდაგი ბისიაი'' და ,,პსპ დაზღვევა'' ლიდერობენ

18/05/2012 11:58 (5 დღე 09:03 minutes ago)

insurance_copy.jpg

სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდულმა პრემიამ 2012 წლის პირველ კვარტალში 131 მლნ. ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 53%–ით აღემატება, 2011 წლის პირველ კვარტალში პრემიის მოცულობა 85,6 მლნ. ლარს შეადგენდა.

დაწვრილებით...






Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group