დღეს ბაზისბანკის სათაო ოფისში მაგთი კომის და ბაზისბანკის ერთობლივი პროდუქტის,
მობილური ბანკინგის პრეზენტაცია გაიმართა.
| | ADVERTISEMENT | This text is replaced by the Flash movie. |
|
|
| წაიკითხე სმარტფონში |  |
|
მობილური ბანკინგი არის გადახდის უახლესი, მოხერხებული და ძალიან მოქნილი სისტემა, რომელიც დაფუძნებულია ერთ-ერთ ყველაზე პროგრესულ, USSD-ს ტექნოლოგიაზე, სისტემა ძალიან უმარტივებს მომხმარებელს სხვადასხვა საბანკო ოპერაციების წარმოებას.
მობილური ბანკინგით სარგებლობა შეუძლიათ მაგთი კომის ქსელში ჩართულ აბონენტებს.
როგორც ბანკში აცხადებენ, ამ სერვისით შესაძლებელია ნებისმიერ დროს და ადგილას საკუთარი ანგარიშების, კერძოდ: მიმდინარე, საბარათე, სასესხო, მოთხოვნამდე და სასარგებლო ანაბრის ანგარიშების დათვალიერება და მართვა. ასევე შესაძლებელია ვალუტის კურსების ნახვა და შემდეგი საბანკო ოპერაციების განხორციელება: კომუნალური და საკომუნიკაციო გადასახადების გადახდა, შიდა საბანკო გადარიცხვა და შიდა საბანკო კონვერტაცია (საკუთარ ანგარიშებს შორის) ძალიან მარტივად, მხოლოდ მობილური ტელეფონის საშუალებით. ნებისმიერი ოპერაციის განხორციელება არის შესაძლებელი მაშინაც კი, როდესაც ტელეფონის ბალანსი ამოწურულია.
სერვისი ხელმისაწვდომია როუმინგში ჩართული აბონენტებისთვისაც.
Related Stories