ივანიშვილი სააკაშვილს მიმართავს ხელი არ მოაწეროს საკონსტიტუციო ცვლილებას

This text is replaced by the Flash movie.

Wednesday, May 23, 2012
News Making Money

"ქართუ ბანკი":საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა უპრეცედენტო სადამსჯელო ოპერაცია

05/12/2011 16:51 (170 დღე 04:16 minutes ago)

cartubank.jpg

დღეს ბიძინა ივანიშვილის "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე სს "ბანკი ქართუს" ხელმძღვანელობის განცხადება გავრცელდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ADVERTISEMENT
This text is replaced by the Flash movie.
წაიკითხე სმარტფონში


"საქართველოს საბანკო სისტემის ერთ-ერთი წამყვანი კომერციული ბანკის ირგვლივ შექმნილია უაღრესად შემაშფოთებელი სიტუაცია.


გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა უპრეცედენტო სადამსჯელო ოპერაცია, როდესაც ორი-სამი დღის განმავლობაში ოთხ ბიზნეს-ჯგუფს (14 იურიდიული და ფიზიკური პირი) 100 მლნ ლარის ღირებულების ქონება დაუყადაღა; ამით, ფაქტობრივად, არაუზრუნველყოფილი დატოვა სს ,,ბანკი ქართუს~ 70 მლნ ლარის საერთო მოცულობის საკრედიტო ვალდებულებები, რაც ბანკის საერთო საკრედიტო პორტფელის თითქმის 20 პროცენტია.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ იმ კომპანიების ქონებაზე, რომლებზეც საგადასახადო ორგანოს არ შეეძლო ძველი რიცხვით (სს „ბანკი ქართუს“ პირველადი იპოთეკის რეგისტრაციამდე) „აღმოეჩინა“ საგადასახადო დავალიანება (მაგ. კომპანია ახალი დაფუძნებულია), გასულ დღეებში დაჩქარებული წესით განხორციელდა ხსენებული კომპანიების ქონების განვადებით გასხვისება ისეთ კომპანიებზე, რომლებსაც შემდგომში „აღმოუჩინეს“ ან გააჩნდათ საგადასახადო დავალიანება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნასყიდობის ფასი არც ერთი ასეთი ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი არ არის და ის მყიდველმა უნდა გადაიხადოს მომავალში (მაგ. ერთი წლის შემდეგ). ეს ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებები თვალთმაქცურია და ისინი დაიდო მხოლოდ სს „ბანკი ქართუს“ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფინანსური ზარალის მიყენების მიზნით. ფაქტია ის გარემოებაც, რომ ხსენებული ნასყიდობის ხელშეკრულებები გაფორმდა ბიზნეს-ჯგუფებში შემავალ კომპანიებს შორის.

ასევე ჩვენთვის ცნობილია, რომ გასულ კვირას ბანკის უმსხვილესი მსესხებელი ბიზნეს-ჯგუფის აქციონერმა მიაღწია შეთანხმებას ერთ-ერთ პირთან 2012 წლის მარტიდან იმ ქონების მიქირავებაზე, რომელიც მან მოლაპარაკებამდე გაასხვისა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე და რომლის რეალიზაციაც უახლოეს დღეებშია დაგეგმილი საჯარო აუქციონზე სახელმწიფოს სასარგებლოდ. ზემოთაღნიშნული ფაქტი ერთმნიშვნელოვნად მიანიშნებს იმაზე, რომ ხსენებულ აქციონერს „ჩამორთმეული“ ქონების უპირობო დაბრუნების იმედი აქვს.

სამწუხაროდ, რეალობად იქცა ჩვენი საფუძვლიანი ეჭვები, რომ ,,სააღსრულებო წარმოების შესახებ“ კანონსა და „საგადასახადო კოდექსში“ ბოლო პერიოდში შეტანილი ცვლილებები, რომლებზეც არც საქართველოს ეროვნულ ბანკს, არც საბანკო სისტემის რომელიმე სუბიექტს და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, საქართველოში მოქმედ არც ერთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს არანაირი რეაქცია არ ჰქონია, გამოყენებული იქნებოდა სს ,,ბანკი ქართუს“ წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ანგარიშსწორებისთვის.

ბანკის ინკასაციის მანქანის დაყაჩაღებამ და დიდი ოდენობით თანხის კონფისკაციამ, კლიენტებზე ფართომასშტაბიანმა ზემოქმედებამ, რამაც ბანკიდან 45 მლნ ლარის გადინება გამოიწვია, საქართველოს ეროვნული ბანკი ს მხრიდან ბანკის ადმინისტრაციაზე პირდაპირმა და პერმანენტულმა ზეწოლამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო; ამიტომაც ხელისუფლება გადავიდა აშკარა ეკონომიკურ ტერორზე, რათა ფინანსურად ყველაზე უზრუნველყოფილ ბანკს იძულებით დაარღვევინოს საზედამხედველო ნორმატივები და დაუნიშნოს, ხელისუფლებისთვის ასე სასურველი, დროებითი ადმინისტრაცია.

ბანკი აფრთხილებს შესაძლო მყიდველებს, არ მიიღონ მონაწილეობა ისეთი სახის აუქციონებში, სადაც სს „ბანკი ქართუს“ პირველი რიგის იპოთეკის მიუხედავად ხორციელდება ბანკის მსესხებლების ქონებების გასხვისება საგადასახადო ვალდებულებების შესასრულებლად და უნებლიეთ არ გახდნენ ხელისუფლების უსამართლო ქმედებების თანამონაწილე.

სს ,,ბანკი ქართუს“ ხელმძღვანელობა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ბანკის მიმართ სადამსჯელო ოპერაციების განხორციელება და საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად მოგვცეს საშუალება, კეთილსინდისიერად ვემსახუროთ ქვეყნის ეკონომიკასა და ქართველ საზოგადოებას.

მივმართავთ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ საბანკო დაწესებულებებს, ადგილობრივ თუ საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებსა და, უპირველეს ყოვლისა, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლობებს საქართველოში: ახლა მაინც, როდესაც დღესავით ნათელი გახდა სს ,,ბანკ ქართუს“ წინააღმდეგ მიმართული და პოლიტიკურად მოტივირებული სახელისუფლებო ტერორი, ხმა აიმაღლონ უკანონობისა და უსამართლობის წინააღმდეგ."

 

 

Make Your Comment

Add Newძიება
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა!

ვალუტის კურსები დღეს
ეროვნული ბანკი
ვალუტაკურსიცვლილება
1 აშშ დოლარი USD 1.6312 0.0101
1 ევრო EUR 2.0795 0.0085
1 შვეიცარიული ფრანკი CHF 1.7315 0.0073
1 გირვანქა სტერლინგი GBP 2.5721 0.0072
1 თურქული ლირა TRY 0.8927 0.0062
100 რუსული მანეთი RUB 5.2510 0.0482
დაწვრილებით...
This text is replaced by the Flash movie.
This text is replaced by the Flash movie.



TRAVEL BIZ »
PRESS RELEASES »
FINANCIAL »
UKRAINE »
GEORGIA »
WORLD »
BANKS »
BUSINESS »
TECH »
MARKETS »
B SCHOOLS »
SPECIAL REPORTS »

დაზღვევა
სადაზღვევო ბაზარზე ,,ალდაგი ბისიაი'' და ,,პსპ დაზღვევა'' ლიდერობენ

18/05/2012 11:58 (5 დღე 09:09 minutes ago)

insurance_copy.jpg

სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდულმა პრემიამ 2012 წლის პირველ კვარტალში 131 მლნ. ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 53%–ით აღემატება, 2011 წლის პირველ კვარტალში პრემიის მოცულობა 85,6 მლნ. ლარს შეადგენდა.

დაწვრილებით...






Developed by Aleksandre Chiabrishvili

Design built by Creo Group