| თიბისი ბანკი მსოფლიოს საუკეთესო ბანკების რეიტინგში უკვე მეექვსედ დასახელდა |
|
08/12/2011 11:36 (167 დღე 09:33 minutes ago) | ||||||||||||
![]()
ლონდონში მსოფლიო ს ყველაზე ავტორიტეტული საბანკო კონკურსის, “ფაინენშლ თაიმს გრუპის” (Financial Times Group) და მისი ჟურნალი “ბანკერი”-ს (“The Banker”) ყოველწლიური საბანკო რეიტინგის შედეგები გამოცხადდა, სადაც მსოფლიო ს “წლის საუკეთესო ბანკებს” შორის უკვე მეექვსედ დასახელდა ქართული თიბისი ბანკი.
წლევანდელი დაჯილდოების ცერემონიალი ლონდონში გაიმართა. ამჯერად საერთაშორისო ექსპერტების მიერ განხილულ იქნა მსოფლიო ს 147 ქვეყნის საბანკო სექტორი. “საქართველოში კომერციული ბანკები ს კონკურენცია უფრო და უფრო ინტენსიური ხდება, ამის მიუხედავად, თიბისი ბანკი წარმატებით ახერხებს წამყვანი პოზიციების შენარჩუნებას. მისი საქმიანობა გვიჩვენებს ბანკის სერიოზულ ზრდას მიკრო ბიზნესი ს დაფინანსების, მაღალი დონის რისკ-მენეჯმენტისა და კარგად დივერსიფიცირებული საინვეტიციო ბაზის კუთხით,“ - წერს ჟურნალი “The Banker“ (დეკემბერი, 2011 წელი).
მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ან ფეისბუკის ქსელის წევრებს შეუძლიათ კომენტარის დაწერა! |
|
|











